გასულ უქმეებზე გამართულმა ერთადერთმა ტესტ მატჩმა რუსეთის ნაკრებს ერთი კვრის თავზე ოცეულში დაბრუნების საშუალება მისცა. მასთან ერთად იხეირა ნამიბიამაც, რომელმაც წინანდელი, მე-19 საფეხური დაიბრუნა.
პორტუგალიის ძლევის შემდეგ, ევროპულ ტურნეზე მყოფი ურუგვაი ესპანეთს ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 13:16 დამარცხდა, რის გამოც 0,9 სარეიტინგო ქულა და ორი საფეხური დაკარგა. სწორედ მისი მარცხით იხეირეს ნამიბიამ და რუსეთმა. ესპანეთმა ამ მოგებით 0.9 ქულა მიიღო, ერთი ადგილით დაწინაურდა და ოცეულს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ტაიმი 16:0 მოიგეს, შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, სამხრეთამერიკელებმა ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს.
გასულ კვირაში გაიმართა ევროპის ერთა თასის ქვედა დივიზიონის ორი შეხვედრაც. პოლონეთმა გერმანია 34:8, ხოლო ჩეხეთმა ჰოლანდია 22:10 დაამარცხა. ამ შედეგებმა პოლონეთი ახეირა, რომელმაც ჰონკონგს და ბრაზილიას გადაასწრო და 27 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო გერმანია შვედეთის ქვევით, 37-ე საფეხურამდე დაეშვა.
რეიტინგის მოწინავე გუნდებში ყველაფერი ძველებურად რჩება და იქ ცვლილებებს ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, როდესაც ბობოლა გუნდების მონაწილეობით ერთი-ორი ტესტ მატჩი გაიმართება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 21 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,42
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 81,58
6 (6). ირლანდია 80,65
7 (7). არგენტინა 80,28
8 (8). უელსი 80,18
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). შოტლანდია 76,20
11 (11). სამოა 75,81
12 (12). იტალია 73,99
13 (13). კანადა 72,92
14 (14). საქართველო 71,09
15 (15). იაპონია 70,45
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 63,98
19 (20). ნამიბია 61,24
20 (21). რუსეთი 60,54
21 (19). ურუგვაი 60,47
22 (23). ესპანეთი 60,33
23 (22). ჩილე 59,52
24 (24). პორტუგალია 59,30
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). მაროკო 56,13
27 (29). პოლონეთი 54,80
28 (27). ჰონკონგი 54,34
29 (28). ბრაზილია 54,04
30 (30). მოლდოვა 53,75
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). ჩეხეთი 52,65
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია