ფიჯის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2011/12 წლების, სახეცვლილი მსოფლიო სერიის პირველი ეტაპი მოიგო, ფინალში გასული სერიის გამარჯვებული ახალი ზელანდია დაამარცხა და საერთო ჩათვლის სათავეში მოექცა.
ცვლილება ისაა, რომ სერიების რაოდენობა გაიზარდა. თუკი აქამდე, მსოფლიო სერია 8 ეტაპად თამაშდებოდა (ავსტრალია, დუბაი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ჰონკონგი, აშშ, შოტლანდია და ინგლისი), ახლა მას მე-9, იაპონიის ეტაპიც დაემატა. ამასთან, წლევანდლამდე, ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ერთნაირ ქულებს იღებდნენ, ახლა კი, მე-3 ადგილიც თამაშდება და ქულეთა დარიცხვის სისტემაც ოდნავ შეიცვალა. სხვა მხრივ, პრინციპი კვლავ ძველებურია: თითოეულ ეტაპზე, გუნდები დაკავებული ადგილის მიხედვით იღებენ ქულებს, მერე ეს ქულები იკრიბება და სერიის გამარჯვებული ის ნაკრები ხდება, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ანუ, შეიძლება, რომელიმე გუნდმა ვერცერთი კონკრეტული ეტაპი მოიგოს, მაგრამ ჯამში, სერიაში ყველას აჯობოს.
ფიჯი და ზელანდია ერთ ჯგუფში იყვნენ და ამ ეტაპზე “ოლ ბლექსმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 28:5. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპი ორივე გუნდმა წარმატებით განვლო. ფინალში, ფიჯელები 7:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი 7:12 დათმეს და ტრავმების გამო, გუნდის ორი ლიდერიც დაკარგეს, მაგრამ ძალიან მოინდომეს და ჯამში, 26:12 იმარჯვეს.
სერიების ისტორიაში პირველი მე-3 ადგილი სამხრეთ აფრიკამ დაისაკუთრა, რომელმაც ავსტრალიას სძლია, ახალგაზრდა უელსელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა კი, ევროპელთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამოას 26:15 ძლევით, მე-5 ადგილი დაიკავა.
ავსტრალიაში, საუკეთესო ბომბარდირი ზელანდიელი ტომას კამა გახდა (48 ქულა), ხოლო საუკეთესო მელელოვეს ტიტული სამხრეთაფრიკელმა კრის დრიმ და არგენტინელმა მანუელ მონტერომ გაინაწილეს - ორივე მათგანის ანგარიშზე 7-7 ლელოა.
მე-2 ეტაპი, დუბაიში, დეკემბრის დასაწყისში (2-3 დეკემბერს) გაიმართება.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
I ეტაპი (IX ეტაპად). ავსტრალია. 25-26 ნოემბერი
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - კენია 26:5
ფიჯი - ნიუე 38:0
ახალი ზელანდია - ნიუე 38:0
ფიჯი - კენია 26:7
კენია - ნიუე 19:7
ახალი ზელანდია - ფიჯი 28:5
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 92-20 | 9 |
2 | ფიჯი | 3 | 2 | 0 | 1 | 69-35 | 7 |
3 | კენია | 3 | 1 | 0 | 2 | 31-59 | 5 |
4 | ნიუე | 3 | 0 | 0 | 3 | 7-95 | 3 |
B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - აშშ 17:12
ავსტრალია - იაპონია 33:0
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 31:7
ავსტრალია - აშშ 22:7
აშშ - იაპონია 21:0
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 21:7
1 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | 69-26 | 9 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 62-28 | 7 |
3 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 40-39 | 5 |
4 | იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 7-85 | 3 |
C ჯგუფი
სამოა - საფრანგეთი 24:14
არგენტინა - პაპუა ახალი გვინეა 33:0
სამოა - პაპუა ახალი გვინეა 38:0
არგენტინა - საფრანგეთი 14:31
საფრანგეთი - პაპუა ახალი გვინეა 33:5
სამოა - არგენტინა 29:0
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 91-14 | 9 |
2 | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 78-43 | 7 |
3 | არგენტინა | 3 | 1 | 0 | 2 | 47-60 | 5 |
4 | პაპუა ახალი გვინეა | 3 | 0 | 0 | 3 | 5-104 | 3 |
D ჯგუფი
ინგლისი - შოტლანდია 24:5
უელსი - ტონგა 24:7
ინგლისი - ტონგა 19:0
უელსი - შოტლანდია 14:12
შოტლანდია - ტონგა 14:12
ინგლისი - უელსი 7:21
1 | უელსი | 3 | 3 | 0 | 0 | 59-26 | 9 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 50-26 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 31-50 | 5 |
4 | ტონგა | 3 | 0 | 0 | 3 | 19-57 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
კენია - ტონგა 5:7
არგენტინა - იაპონია 38:12
შოტლანდია - ნიუე 36:0
აშშ - პაპუა ახალი გვინეა 24:5
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - ინგლისი 24:14
სამოა - ავსტრალია 12:14
უელსი - ფიჯი 5:33
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 14:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
კენია - იაპონია 14:19
ნიუე - პაპუა ახალი გვინეა 0:38
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
ტონგა - არგენტინა 15:24
შოტლანდია - აშშ 19:5
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ინგლისი - სამოა 14:17
უელსი - საფრანგეთი 14:12
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ავსტრალია 26:7
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 24:7
XIII ადგილისთვის
იაპონია - პაპუა ახალი გვინეა 19:31
IX ადგილისთვის
არგენტინა - შოტლანდია 17:14
V ადგილისთვის
სამოა - უელსი 15:26
III ადგილისთვის
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 5:17
ფინალი
ახალი ზელანდია - ფიჯი 12:26
საერთო ცხრილი პირველი ეტაპის შემდეგ
1. ფიჯი - 22
2. ახალი ზელანდია - 19
3. სამხრეთ აფრიკა - 17
4. ავსტრალია - 15
5. უელსი - 13
6. სამოა - 12
7. ინგლისი - 10
8. საფრანგეთი - 10
9. არგენტინა - 8
10. შოტლანდია - 7
11. ტონგა - 5
12. აშშ - 5
13. პაპუა ახალი გვინეა - 3
14. იაპონია - 2
15. კენია - 1
16. ნიუე - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია