ქართული წარმოშობის რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე, რომელიც აქამდე “ნოვოკუზნეცკის” ღირსებას იცავდა, კარიერას რუსეთის ჩემპიონის რიგებში - “ენისეი-სტმ”-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ნოვოკუზნეცკური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
“უქვე თამამად შემიძლია განვაცხადო, თუ რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალი წლიდან. კრასნოიარსკის “ენისეისთან” ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ყველა დეტალი შეთანხმებულია და კონტრაქტიც ხელმოწერილია, ასე რომ, მომავალი წლიდან ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. “ნოვოკუზნეცკთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დამიმთავრდა, ხელმძღვანელობას დაველაპარაკე, მათ თავისი პირობები შემთავაზეს, მაგრამ “ენისეის” პირობები ორჯერ უკეთესი იყო. სწორედ ამიტომ, ყველაფერზე თვალი დავხუჭე და იქ წავედი. ძალიან საწყენია ნოვოკუზნეცკის დატოვება, აქ ხომ მთელი 6 წელიწადი გავატარე და ყველაფერს მივეჩვიე. აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახი, ბავშვები... მაგრამ წასვლამ მომიწია”, - თქვა ცნობილაძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია