ამბები

17:15 | 3.12.2011 | ნანახია 2096 - ჯერ

“არმია” 7-კაცაშიც ლიდერობს

შიდა რაგბის 2011 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება. 4 დეკემბერს 7-კაცა რაგბის დასკვნითი ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება, გამოვლინდება ქვეყნის ჩემპიონი 7-კაცა რაგბიში და სეზონიც ამით დასრულდება.
საქართველოს 7-კაცა რაგბის ჩემპიონატში წესით უმაღლესი და პირვილი ლიგის ყველა გუნდს უნდა ეასპარეზა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა აქ გამოსვლაზე უარი განაცხადა. გუნდების რაოდენობა მეორე ეტაპისთვის უფრო შემცირდა და ამის გამო, რამდენიმე უმაღლესლიგელი დასკვნითი ეტაპის მიღმა დარჩა. ტრადიციულად, საწყის ორ ეტაპზე გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით ქულებს იღებენ, მათი შეკრებით ვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ჩემპიონობისთვის დასკვნით ეტაპზე იბრძვიან.
ზემოთ ნახსენები უარის გამო, დასკვნით ეტაპზე ერთბაშად 5 პირველლიგელი მოხვდა, თუმცა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მათმა უმრავლესობამ თასისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი “არმია” 7-კაცაშიც წარმატებით გამოდის და ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ ერთი ლელოც არ გაუშვია. A ჯგუფიდან “არმიასთან” ერთად თასისთვის ბრძოლას “ბათუმი” აგრძელებს, რომელმაც 15-კაცა რაგბიში საგაისოდ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. B ჯგუფში ყველას აჯობა უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანმა “ყოჩებმა”, მის კვალდაკვალ კი, თასისთვის ბრძოლას “ლოკომოტივი” აგრძელებს.
საპლეიოფო შეხვედრები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 12 საათზე დაიწყება, ფინალი კი, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

2011 წლის საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში
3-4 დეკემბერი. დასკვნითი ეტაპი
A ჯგუფი

თიბისი - არმია 0:52
ბათუმი - დევები 54:0
არმია - დევები 64:0
ბათუმი - თიბისი 17:12
თიბისი - დევები 19:12
ბათუმი - არმია 0:45
 

1 არმია (თბილისი) 3 3 0 0  161-0 6
2  ბათუმი (ბათუმი) 3 2 0 1 71-57 4
3 თიბისი (თბილისი) 3 1 0 2 31-81 2
4  დევები (თბილისი) 3 0 0 3 12-137 0



B ჯგუფი
ლოკომოტივი - ხულიგანა 45:0
ყოჩები - კოლხი რაინდები 40:0
ხულიგანა - კოლხი რაინდები 31:5
ყოჩები - ლოკომოტივი 12:7
ლოკომოტივი - კოლხი რაინდები 47:0
ყოჩები - ხულიგანა 17:7
 

1  ყოჩები (თბილისი) 3 3 0 0 69-14 6
2 ლოკომოტივი (თბილისი) 3 2 0 1 99-12 4
3 ხულიგანა (თბილისი) 3 1 0 2 38-67 2
4 კოლხი რაინდები (ფოთი) 3 0 0 3 5-118 0



4 დეკემბერი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
თიბისი - კოლხი რაინდები (12:00 საათი)
დევები - ხულიგანა (12:20)
თასის ნახევარფინალები
არმია - ლოკომოტივი (12:40)
ბათუმი - ყოჩები (13:00)
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080878