ამბები

0:58 | 4.12.2011 | ნანახია 2253 - ჯერ

დუბაი ისევ ინგლისისაა

შვიდკაცა რაგბიში 2011-2012 წლების მსოფლიო სერიის მეორე, დუბაის ეტაპი, გასული წლის მსგავსად, ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად ერთი ტრადიცია მაინც დაირღვა და ფინალში ორმა ევროპულმა გუნდმა ითამაშა, რაც დიდი ხანია აღარ მომხდარა. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისი და საფრანგეთი ერთ ჯგუფში იყვნენ და პირველ სათამაშო დღეს ბრიტანელებმა 29:12 იმარჯვეს. თანაფარდობა არც მეორე დღეს დარღვეულა და ოქროს მატჩშიც ინგლისელებმა იმავე ანგარიშით მოიგეს. მანამდე იყო სენსაციები. ინგლისელებმა ახალ ზელანდიას დაძაბულ ბრძოლაში 10:7 მოუგეს, ნახევარფინალში კი წინა ეტაპის გამარჯვებული ფიჯი დასცეს. ფრანგებმა გზიდან ჯერ სამხრეთ აფრიკა, მერე კი, არგენტინა ჩამოიშორეს. 
ორი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში კვლავ ფიჯი ლიდერობს, რომელმაც დუბაიში მესამე ადგილი დაიკავა, ინგლისი მეორე ადგილზეა, ხოლო საფრანგეთი, ზელანდიასთან და აფრიკასთან ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. დუბაის ეტაპზე, 10 ლელოთი, საუკეთესო მელელოვე  შოტლანდიელი ენდრიუ ტურნბული გახდა. 50 ქულით, ის საუკეთესო ბომბარდირადაც იქცა. ახლა, გუნდები სამხრეთ აფრიკაში გადაინაცვლებენ და 9-10 დეკემბერს წლევანდელი წლის ბოლო, მესამე ეტაპს გამართავენ.   
 
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
II ეტაპი (IX ეტაპად). დუბაი. 2-3 დეკემბერი
A ჯგუფი
ფიჯი - არგენტინა 40:7
სამოა - არაბეთის გაერთიანებული საემირო 55:12
ფიჯი - ა.გ.ს. 43:0
სამოა - არგენტინა 28:28
არგენტინა - ა.გ.ს. 73:7
ფიჯი - სამოა 31:14
 
1. ფიჯი           3  114-21  9
2. არგენტინა   3  108-75  6
3. სამოა           3  1  97-71    6
4. ა.გ.ს.            3  3 19-171  3
 
B ჯგუფი
ახალი ზელანდია - აშშ 40:0
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 17:5
ახალი ზელანდია - პორტუგალია 31:7
სამხრეთ აფრიკა - აშშ 36:7
აშშ - პორტუგალია 10:12
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 5:21
 
1. სამხრეთ აფრიკა   3  74-17  9
2. ახალი ზელანდია 76-28  7
3. პორტუგალია        3  1  0  2  24-58  5
4. აშშ                         3  17-88  3
 
C ჯგუფი
საფრანგეთი - კენია 27:5
ინგლისი - ზიმბაბვე 43:0
საფრანგეთი - ზიმბაბვე 26:0
ინგლისი - კენია 19:12
კენია - ზიმბაბვე 5:21
საფრანგეთი - ინგლისი 12:29
 
1. ინგლისი        3  91-24  9
2. საფრანგეთი  3  2  0  1  65-34  7
3. ზიმბაბვე       3  1  0  2  21-74  5
4. კენია              3  0  3  22-67  3
 
D ჯგუფი
უელსი - შოტლანდია 14:7
ავსტრალია - კანადა 40:7
უელსი - კანადა 15:12
ავსტრალია - შოტლანდია 24:12
შოტლანდია - კანადა 19:14
უელსი - ავსტრალია 33:14
 
1. უელსი          3  62-33  9
2. ავსტრალია  1   78-52  7
3. შოტლანდია 3 1 2   38-52  5
4. კანადა           3  0 0  3  33-74  3
 
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
სამოა - კანადა 17:26
ზიმბაბვე - აშშ 7:41
შოტლანდია - ა.გ.ს. 40:5
პორტუგალია - კენია 24:12
თასის მეოთხედფინალები
ფიჯი - ავსტრალია 34:7
ინგლისი - ახალი ზელანდია 10:7
უელსი - არგენტინა 5:7
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 5:19 
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
სამოა - ზიმბაბვე 21:12
ა.გ.ს. - კენია 5:35
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
კანადა - აშშ 17:33
შოტლანდია - პორტუგალია 19:17
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ავსტრალია - ახალი ზელანდია 26:12
უელსი - სამხრეთ აფრიკა 7:22
თასის ნახევარფინალები
ფიჯი - ინგლისი 12:19
არგენტინა - საფრანგეთი 5:24
XIII ადგილისთვის
სამოა - კენია 31:17
IX ადგილისთვის
აშშ - შოტლანდია 0:26
V ადგილისთვის
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 17:14
III ადგილისთვის
ფიჯი - არგენტინა 26:21
ფინალი
ინგლისი - საფრანგეთი 29:12
 
საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ
1. ფიჯი - 39
2. ინგლისი - 32
3. საფრანგეთი - 29
4. ახალი ზელანდია - 29
5. სამხრეთ აფრიკა - 29
6. ავსტრალია - 28
7. არგენტინა - 23
8. უელსი - 23
9. სამოა - 15
10. შოტლანდია - 15
11. აშშ - 12
12. კანადა - 5
13. პორტუგალია - 5
14. ტონგა - 5
15. კენია - 3
16. პაპუა ახალი გვინეა - 3
17. იაპონია - 2
18. ნიუე - 1
19. ა.გ.ს. - 1
20. ზიმბაბვე - 1  
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.18344