საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის “არმიამ”, არც ქვეყნის 7-კაცა რაგბის ჩემპიონატი დათმო. გუნდმა, რომელიც ერთი წლის შექმნილია, ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, რომ ლელო არ გაუშვია, თავად კი, 161 ქულას მოუყარა თავი და პლეი ოფებშიც მხოლოდ ერთი ლელო მიიღო.
არმიელებს ბრძოლა მხოლოდ ნახევარფინალში გადახდათ, სადაც “ლოკომოტივს” ერთის საპასუხოდ სამი ლელო გაუტანეს, ორი რეალიზაცია გამოიყენეს და 19:5 იმარჯვეს. ფინალში მათი მეტოქე “ბათუმი” იყო, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში “ყოჩებს” 17:14 აჯობა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ვეღარაფერს გახდა და “არმიამ” 43:0 იმარჯვა. მე-3 ადგილი “ლოკომოტივს” დარჩა, რომელმაც “ყოჩები” 15:7 დაამარცხა, მე-5 ადგილზე”ხულიგანა” გავიდა, ხოლო “კოლხმა რაინდებმა” “დევებს” ბოლოსწინა ადგილი არ დაანებეს.
ამით 2011 წლის შიდა სარაგბო სეზონი დასრულდა. იმედია, მომავალ წელს 7-კაცა რაგბის ქართული კლუბები მეტად დააფასებენ, ხოლო 15-კაცა რაგბი წლევანდელი ლამაზი სეზონის შემდეგ, უკეთესი იქნება.
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში
3-4 დეკემბერი. დასკვნითი ეტაპი
4 დეკემბერი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
თიბისი - კოლხი რაინდები 21:12
დევები - ხულიგანა 7:33
თასის ნახევარფინალები
არმია - ლოკომოტივი 19:5
ბათუმი - ყოჩები 17:14
VII ადგილისთვის
კოლხი რაინდები - დევები 27:12
V ადგილისთვის
თიბისი - ხულიგანა 12:14
III ადგილისთვის
ლოკომოტივი - ყოჩები 15:7
ფინალი
არმია - ბათუმი 43:0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია