გასული სეზონის მსოფლიო სერიის გამარჯვებულმა 7-კაცა რაგბიში ახალმა ზელანდიამ, წელს თავისი პირველი ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში ქულებით ფიჯის გაუტოლდა. პირველი ორი ეტაპის დათმობის შემდეგ, “ოლ ბლექსი” მხოლოდ მეოთხე ადგილზე იყო და ლიდერ ფიჯის, რომელთანაც ავსტრალიის ეტაპის ფინალი დათმო, 10 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი, სამხრეთ აფრიკაში, პორტ ელიზაბეტში გამართულ ფინალში მასპინძლების ძლევით, ეს დანაკლისი ერთბაშად შეავსო.
ერთი კვირის წინ, დუბაის ეტაპზე, ზელანდიელებმა უხეიროდ ითამაშეს და მათთვის უჩვეულო VII-VIII ადგილებს დასჯერდნენ, თუმცა, ამჯერად სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯგუფურ ეტაპზე “ოლ ბლექსმა” მაროკოს ძლევის შემდეგ შოტლანდია და დუბაის ეტაპის ფინალისტი საფრანგეთი (ფინალში ინგლისთან დამარცხდა) გაანადგურა. მეოთხედფინალში ავსტრალიის დამარცხების შემდეგ, ის ნახევარფინალში დუბაის ეტაპის გამარჯვებულ ინგლისსაც გაუსწორდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ტაიმის 14:7 მოგების შემდეგ, ევროპელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, მაგრამ ზელანდიელებმა გადამწყვეტი ლელო შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანეს და 19:14 იმარჯვეს.
სამხრეთ აფრიკამ ჯგუფური ეტაპი ისე გადალახა, ლელო არ გაუშვია, მეოთხედფინალში საფრანგეთს აჯობა, ნახევარფინალში კი, სამოას ტაიმი 12:0 მოუგო, შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე ლელო მიიღო, მაგრამ დარჩენილი დრო გაძლო და 12:7 იმარჯვა. ფინალს 30 ათასი მაყურებელი დაესწრო და ბუნებრივია, მათ მასპინძელთა გამარჯვების იმედი ჰქონდათ. პირველ ტაიმში ზელანდია ორჯერ იგებდა, მასპინძლებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და რადგან “ოლ ბლექსმა” მხოლოდ ერთი, აფრიკელებმა კი ორივე რეალიზაცია გამოიყენეს, 14:12 დაწინაურდნენ, თუმცა, შესვენებამდე, უფრო სწორედ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, კიდევ ერთი ლელო მიიღეს - 14:17. მეორე ნახევრის საწყის ხუთ წუთში, სამხრეთ აფრიკამ ორი ლელო გაიტანა, 26:17 დაწინაურდა და მოგების იმედიც გაუჩნდა, მაგრამ ზელანდიამ მალე ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, დამატებულ დროში კი, კიდევ ერთი ლელო მიითვალა და 31:26 იმარჯვა.
III ადგილი სამოას დარჩა, რომელთაც ინგლისი 17:14 დაამარცხეს, V ადგილისთვის კი, მოულოდნელად, უელსმა ფიჯი 48:0 გაანადგურა. ამრიგად, სერიას 51-51 ქულით ფიჯი და ზელანდია ლიდერობენ, აფრიკას 48 ქულა აქვს, ხოლო ინგლისს ერთით ნაკლები და სავარაუდოდ, სერიის მოსაგებად სწორედ ეს ოთხეული იბრძოლებს. სერიის მეოთხე ეტაპი უკვე 2012 წელს, თებერვალში გაიმართება და მას ახალი ზელანდია უმასპინძლებს.
აფრიკის ეტაპზე საუკეთესო მელელოვე ზელანდიელი ფრენკ ალაი გახდა, რომლის ანგარიშზეც 10 ლელოა. 50 ქულით ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ოღონდ, ეს ტიტული თანამემამულე ტომას კამასთან გაიყო.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
III ეტაპი (IX ეტაპად). სამხრეთ აფრიკა. 9-10 დეკემბერი
A ჯგუფი
ინგლისი - აშშ 26:7
არგენტინა - სამოა 5:17
ინგლისი - სამოა 14:24
არგენტინა - აშშ 14:21
აშშ - სამოა 12:14
ინგლისი - არგენტინა 19:0
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 55-31 | 9 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 59-31 | 7 |
3 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 40-54 | 5 |
4 | არგენტინა | 3 | 0 | 0 | 3 | 19-57 | 3 |
B ჯგუფი
საფრანგეთი - შოტლანდია 31:7
ახალი ზელანდია - მაროკო 39:7
საფრანგეთი - მაროკო 19:7
ახალი ზელანდია - შოტლანდია 45:0
შოტლანდია - მაროკო 50:0
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 0:41
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 125-7 | 9 |
2 | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 50-55 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 57-76 | 5 |
4 | მაროკო | 3 | 0 | 0 | 3 | 14-108 | 3 |
C ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - კანადა 33:0
ავსტრალია - კენია 31:14
სამხრეთ აფრიკა - კენია 45:0
ავსტრალია - კანადა 33:10
კანადა - კენია 26:5
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 26:0
1 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | 104-0 | 9 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 64-50 | 7 |
3 | კანადა | 3 | 1 | 0 | 2 | 36-71 | 5 |
4 | კენია | 3 | 0 | 0 | 3 | 19-102 | 3 |
D ჯგუფი
ფიჯი - პორტუგალია 31:7
უელსი - ზიმბაბვე 42:7
ფიჯი - ზიმბაბვე 42:17
უელსი - პორტუგალია 34:7
პორტუგალია - ზიმბაბვე 24:12
ფიჯი - უელსი 29:14
1 | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | 102-38 | 9 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 90-43 | 7 |
3 | პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | 38-77 | 5 |
4 | ზიმბაბვე | 3 | 0 | 0 | 3 | 36-108 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
აშშ - ზიმბაბვე 26:0
კანადა - მაროკო 21:0
პორტუგალია - არგენტინა 12:28
შოტლანდია - კენია 26:7
თასის მეოთხედფინალები
სამოა - უელსი 21:12
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 26:12
ფიჯი - ინგლისი 14:21
ახალი ზელანდია - ავსტრალია 21:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
ზიმბაბვე - მაროკო 21:14
პორტუგალია - კენია 12:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
აშშ - კანადა 12:22
არგენტინა - შოტლანდია 14:21
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
უელსი - საფრანგეთი 24:20
ფიჯი - ავსტრალია 26:7
თასის ნახევარფინალები
სამოა - სამხრეთ აფრიკა 7:12
ინგლისი - ახალი ზელანდია 14:19
XIII ადგილისთვის
ზიმბაბვე - კენია 19:12
IX ადგილისთვის
კანადა - შოტლანდია 19:22
V ადგილისთვის
უელსი - ფიჯი 48:0
III ადგილისთვის
სამოა - ინგლისი 17:14
ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 26:31
საერთო ცხრილი სამი ეტაპის შემდეგ
1. ფიჯი - 51
2. ახალი ზელანდია - 51
3. სამხრეთ აფრიკა - 48
4. ინგლისი - 47
5. საფრანგეთი - 39
6. ავსტრალია - 38
7. უელსი - 36
8. სამოა - 32
9. არგენტინა - 28
10. შოტლანდია - 23
11. აშშ - 17
12. კანადა - 12
13. პორტუგალია - 6
14. კენია - 5
15. ტონგა - 5
16. ზიმბაბვე - 4
17. პაპუა ახალი გვინეა - 3
18. იაპონია - 2
19. მაროკო - 1
20. ნიუე - 1
21. ა.გ.ს. - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია