ფრანგულმა “კასტრმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასის” წლევანდელი გათამაშების პირველი გამარჯვება მას შეიმდეგ გაინაღდა, რაც მოედანზე ქართველი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი გამოჩნდა.
24 წლის ქართველი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს მისი გუნდი სულ რაღაც ოთხი ქულით იგებდა - 26:22, დასკვნით მეოთხედში კი, მონაგარს 15 ქულა შემატა და 41:22 იმარჯვა. ამასთან, ფრანგებმა მანამდე გატანილ ორ ლელოს, კიდევ ორი შემატეს, გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს და I ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს, თუმცა კი, ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.
ტრიბუნაზე შეკრებილმა 5 ათასმა მაყურებელმა საინტერესო, დაძაბული ბრძოლა იხილა. აქამდე ორივე გუნდს ორ-ორი მარცხი ჰქონდა და ეს ორივე მათგანს მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლას ავალდებულებდა. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და ლელო უკვე მე-3 წუთზე გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა, მაგრამ სტუმრებმა ლელო-რეალიზაციით ანგარიში მალევე გაათანაბრეს. თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და 30-ე წუთამდე “კასტრმა” ორი ჯარიმით უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ 32-ე წუთზე მეორე ლელო გაუშვა, გარდასახვა არაზუსტი იყო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა.
აქ უკვე თავი იჩინა “ნორთჰემპტონის” უდისციპლინობამ, ისინი მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და შესვენებამდე ჯერ ჯარიმა, მერე კი, ლელო და გარდასახვა მიიღეს. “კასტრმა” ტაიმი 23:12 კი მოიგო, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ლელო გაუშვა, მერე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ 55-ე წუთზე მეოთხე ლელო მიიღო და სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. ეს იმიტომ, რომ “ჰაინეკენის თასის” შარშანდელმა ფინალისტმა ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე მოედანზე ფეიქრიშვილი გამოჩნდა, “კასტრმა” ჯერ ჯარიმა გაიტანა, ამას სტუმართა კიდევ ერთი სინბინი მოყვა და 68-ე და 77-ე წუთებზე, ფრანგებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა მიითვალეს. ამრიგად, “კასტრმა” ხუთი ქულა ჩაიწერა, “ნორთჰემპტონმა” კი, ოთხი ლელოს გატანისთვის ერთი პრემიალური ქულა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგა.
18 დეკემბერს “კასტრი” “ნორთჰემპტონს” უკვე ინგლისში ეთამაშება და თუ იქაც იმარჯვა, ფლეი ოფში მოხვედრის შანსი შერჩება. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ჯგუფის გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან.
“ჰაინეკენის თასი”. III ტური
I ჯგუფი
10 დეკემბერი
კასტრი - ნორთჰემპტონი 41:22 (23:12)
სკარლეტსი - მანსტერი 14:17 (8:11)
1 | მანსტერი (ირლანდია) | 3 | 3 | 0 | 0 | 67-59 | 12 |
2 | სკარლეტსი (უელსი) | 3 | 2 | 0 | 1 | 73-63 | 10 |
3 | კასტრი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 88-80 | 6 |
4 | ნორთჰემპტონო (ინგლისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 66-92 | 3 |
IV ტური
18 დეკემბერი
მანსტერი - სკარლეტსი
ნორთჰემპტონი - კასტრი
II ჯგუფი
9 დეკემბერი
კარდიფი - ედინბურგი 25:8 (6:3)
10 დეკემბერი
რასინგ მეტრო - ლონდონ აირიში 14:34 (14:10)
1 | კარდიფ ბლუზი (უელსი) | 3 | 3 | 0 | 0 | 75-46 | 12 |
2 | ედინბურგი (შოტლანდია) | 3 | 2 | 0 | 1 | 76-91 | 9 |
3 | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 71-58 | 7 |
4 | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 3 | 0 | 0 | 3 | 81-108 | 3 |
IV ტური
16 დეკემბერი
ედინბურგი - კარდიფი
17 დეკემბერი
ლონდონ აირიში - რასინგ მეტრო
III ჯგუფი
11 დეკემბერი
ბათი - ლენსტერი
გლაზგო - მონპელიე
1 | ლენსტერი (ირლანდია) | 2 | 1 | 1 | 0 | 54-29 | 7 |
2 | ბათი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 37-39 | 5 |
3 | გლაზგოელი მეომრები (შოტლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 39-59 | 4 |
4 | მონპელიე (საფრანგეთი) | 2 | 0 | 1 | 1 | 29-32 | 3 |
IV ტური
17 დეკემბერი
მონპელიე – გლაზგო
ლენსტერი - ბათი
IV ჯგუფი
9 დეკემბერი
ოლსტერი - აირონი 31:10 (12:3)
11 დეკემბერი
კლერმონი - ლესტერი
1 | ოლსტერი (ირლანდია) | 3 | 2 | 0 | 1 | 56-41 | 9 |
2 | ლესტერის ვეფხვები (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 48-21 | 8 |
3 | კლერმონი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 65-19 | 6 |
4 | აირონი (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 25-113 | 0 |
IV ტური
17 დეკემბერი
ლესტერი - კლერმონი
აირონი - ოლსტერი
V ჯგუფი
10 დეკემბერი
ტრევიზო - ბიარიცი 30:26 (24:12)
სარაცინი - ოსპრეი 31:26 (23:13)
1 | სარაცინი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 83-58 | 10 |
2 | ოსპრეი (უელსი) | 3 | 1 | 1 | 1 | 80-78 | 7 |
3 | ბიარიცი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 62-68 | 7 |
4 | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 3 | 1 | 1 | 1 | 73-94 | 6 |
IV ტური
16 დეკემბერი
ოსპრეი - სარაცინი
ბიარიცი - ტრევიზო
VI ჯგუფი
9 დეკემბერი
ჰარლექუინსი - ტულუზა 10:21 (3:11)
10 დეკემბერი
კონაჩტი - გლოსტერი 10:14 (7:11)
1 | ტულუზა (საფრანგეთი) | 3 | 3 | 0 | 0 | 78-37 | 12 |
2 | ჰარლექუინსი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 63-47 | 8 |
3 | გლოსტერი (ინგლისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 40-59 | 5 |
4 | კონაჩტი (ირლანდია) | 3 | 0 | 0 | 3 | 37-75 | 1 |
IV ტური
17 დეკემბერი
გლოსტერი - კონაჩტი
18 დეკემბერი
ტულუზა - ჰარლექუინსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია