ამბები

21:06 | 11.12.2011 | ნანახია 2679 - ჯერ

ზირაქაშვილი დაშავდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელი, დავით ზირაქაშვილი, “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ინგლისის “ლესტერთან” მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა.
ტრავმის სიმძიმე და 28 წლის ქართველი სპორტსმენის გამოჯანმრთელების ვადები, სავარაუდოდ, ხვალისთვის იქნება ცნობილი.
36-ე წუთზე, ქართველმა ლეგიონერმა, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში, რაქის გაწმენდის მომენტში, მარჯვენა ხელის მაჯაში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ბრძოლას გამოეთიშა, რაც მისთვის უჩვეულოა.
თავიდანვე ჩანდა, რომ დაზიანება მსუბუქი არ უნდა ყოფილიყო. ექიმების საქმეში ჩარევის შემდეგ, მან მოედანი დატოვა, “კლერმონმა” კი, 30:12 იმარჯვა და IV ჯგუფის სათავეში მოექცა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089822