იტალიის ეროვნული ნაკრების ვეტერანი ბურჯი მარტინ კასტროჯოვანი მოთამაშის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
ამის შესახებ იტალიის ნაკრების კაპიტნის, სრჯიო პარისესგან გახდა ცნობილი.
„სერჯიოს მხედველობაში ჩემი ავადმყოფობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ოპერაცია გადავიტანე და სიმსივნე ამომკვეთეს, ვარჯიშის გაგრძელება, მოედანზე გასვლა და თამაში ისევ შევძელი, რისთვისაც ბედისწერის მადლობელი ვარ. მკურნალობის შემდეგ ყველა თამაშს ისე ვეკიდები, როგორც უკანასკნელს. როდესაც დასრულებას გადავწყვეტ, ამას პირადად გეტყვით, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“ - თქვა 34 წლის კასტროჯოვანიმ.
მარტინის ანგარიშზე 118 სანაკრებო კეპი და 12 ლელოა. „კალვიზანოდან“ 2006 წელს წასვლის შემდეგ, მან დიდი ხნის განმავლობაში ინგლისურ „ლესტერში“ ითამაშა, გასული ორი სეზონი „ტულონში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონის წინ „რასინგში“ გადავიდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გავიდა მოედანზე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია