ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდიდან ორმა მარცხი განიცადა, ორმა კი, გამარჯვება იზეიმა.
II ჯგუფში გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა” 6169 გულშემატკივრის წინაშე იტალიურ “პეტრარკას” უმასპინძლა და მომხვდური 31:16 დაამარცხა. ეს ლიონელების პირველი გამარჯვებაა მესამე შეხვედრაში და მასში მონაწილეობა ქართველმა პირველხაზელმაც მიიღო. კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რატიანიძე განაცხადში ვერ მოხვდა. იტალიელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ დასკვნით ოც წუთში გატყდნენ და ფრანგებმაც უპირატესობა ამ მონაკვეთში გაზარდეს, თუმცა, პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს.
“ლიონმა” თამაში მძლავრად დაიწყო და მე-13 წუთისთვის უკვე ორი ლელო ჰქონდა გატანილი. მე-18 წუთზე ფრანგებმა ჯარიმაც გაიტანეს და 15:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე იტალიელებმა ლელო, რეალიზაცია და ჯარიმა გაქვითეს. სულ ბოლოს “ლიონმა” მეორე ჯარიმაც გამოიყენა და ტაიმი 18:10 დასრულდა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს - 16:18. ფრანგები ამის შემდეგ მოეგნენ გონს, ჯერ ორი ჯარიმა მიითვალეს, 76-ე წუთზე ლელო გაიტანეს და რეალიზაცია მიითვალეს, მაგრამ პრემიის მომტანი მეოთხე ლელო ვეღარ გაიტანეს.
ამრიგად, “ლიონმა” II ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 5 ქულით მე-3 ადგილზეა და 17 დეკემბერს “პეტრარკას” უკვე იტალიაში ეთამაშება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსები ჯერ მაინც ბუნდოვანია. ამავე ჯგუფში, ინგლისში “ნიუკასლთან” 3:6 დამარცხდა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი”, რომელიც 10 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ტულონელები 17 დეკემბერს “ნიუკასლს” საფრანგეთში დაუხვდებიან და თუ გამარჯვება მოიპოვეს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაიბრუნებენ.
V ჯგუფში პირველ ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს”. ბრიველებმა III ტურში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ესპანური “ლა ვილა” სტუმრად 47:18 დაამარცხეს. ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ქართველ პირველხაზელებს დასვენების საშუალება მისცა. “ბრივმა” 7 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც იოლად მიითვალა. ახლა მას 13 ქულა აქვს, 15 დეკემბერს ესპანელებს საფრანგეთში უმასპინძლებს, სავარაუდოდ, კვლავ იოლ გამარჯვებას მოიპოვებს და ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდება.
ამავე ჯგუფში თამაშობს ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, რომელიც საკუთარ მოედანზე “სეილთან” 14:29 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. “აჟენი” მომდევნო შეხვედრას იმავე “სეილთან” 18 დეკემბერს ინგლისში გამართავს.
“ჩელენჯ ქაფი”. III ტური
I ჯგუფი
10 დეკემბერი
პარმა - სტად ფრანსე 0:57 (0:17)
11 დეკემბერი
ბუქარესტი - უორსტერი 13:24 (6:12)
1. სტად ფრანსე (საფრანგეთი) 3 3 0 0 129-17 14
2. უორსტერ უორიორზი (ინგლისი) 3 2 0 1 72-39 10
3. ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) 3 1 0 2 50-80 5
4. კროჩიატი პარმა (იტალია) 3 0 0 3 10-125 0
IV ტური
15 დეკემბერი
სტად ფრანსე - პარმა
17 დეკემბერი
უორსტერი - ბუქარესტი
II ჯგუფი
8 დეკემბერი
ნიუკასლი - ტულონი 6:3 (0:0)
10 დეკემბერი
ლიონი - პეტრარკა 31:16 (18:10)
1. ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) 3 3 0 0 67-25 13
2. ტულონი (საფრანგეთი) 3 2 0 1 82-47 10
3. ლიონი (საფრანგეთი) 3 1 0 2 69-69 5
4. პეტრარკა პადოვა (იტალია) 3 0 0 3 41-118 0
IV ტური
17 დეკემბერი
პეტრარკა - ლიონი
ტულონი - ნიუკასლი
III ჯგუფი
10 დეკემბერი
როვიგო - ბორდო 7:31 (0:10)
ბაიონი - უოსპსი 19:11 (13:6)
1. ბაიონი (საფრანგეთი) 3 3 0 0 82-24 13
2. ლონდონ უოსპსი (ინგლისი) 3 2 0 1 96-40 10
3. ბორდო (საფრანგეთი) 3 1 0 2 48-74 5
4. როვიგო (იტალია) 3 0 0 3 24-112 0
IV ტური
15 დეკემბერი
ბორდო - როვიგო
უოსპსი - ბაიონი
IV ჯგუფი
9 დეკემბერი
პერპინიანი - კავალიერი 54:20 (28:13)
11 დეკემბერი
ექსეტერი - დრაგონსი 18:6 (12:0)
1. ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) 3 2 0 1 98-21 10
2. პერპინიანი (საფრანგეთი) 3 2 0 1 82-55 9
3. ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) 3 2 0 1 62-34 9
4. კავალიერი პრატო (იტალია) 3 0 0 3 23-155 0
IV ტური
17 დეკემბერი
კავალიერი - პერპინიანი
18 დეკემბერი
დრაგონსი - ექსეტერი
V ჯგუფი
8 დეკემბერი
აჟენი - სეილი 14:29 (7:29)
10 დეკემბერი
ლა ვილა - ბრივი 18:47 (13:28)
1. ბრივი (საფრანგეთი) 3 3 0 0 102-44 13
2. სეილ შარქსი (ინგლისი) 3 2 0 1 106-46 10
3. აჟენი (საფრანგეთი) 3 1 0 2 72-68 5
4. ლა ვილა (ესპანეთი) 3 0 0 3 34-156 0
IV ტური
15 დეკემბერი
ბრივი - ლა ვილა
18 დეკემბერი
სეილი - აჟენი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია