ამბები

17:51 | 12.12.2011 | ნანახია 4390 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” ახალზელანდიელი გაწვრთნის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას 13:00 საათზე გამართავს.
“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი თავის ასისტენტებიანად გუნდს ახალ ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ დაემშვიდობა. შოტლანდიელი ქართულ რაგბიში რჩება, ოღონდ სხვა სტატუსით.
ოქტომბრიდან მოყოლებული, სრკ-ის ხელმძღვანელობა ნაკრების თავკაცის კანდიდატების განხილვით იყო დაკავებული. ბოლო მომენტისთვის კანდიდატი სამი იყო - ინგლისელი, ფრანგი და ახალზელანდიელი. გვარები არ კონკრეტდებოდა და ხვალამდე არც “ბორჯღალოსანთა” მომავალი მწვრთნელის ვინაობაა ცნობილი, მაგრამ უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ არჩევანი ზელანდიელზე შეჩერდა.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08019