ამბები

15:18 | 13.12.2011 | ნანახია 2202 - ჯერ

საუკეთესო თორმეტი აფრიკაში ითამაშებს

20-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს სამხრეთ აფრიკის ორი ქალაქი – კეიპტაუნი და სტელენბოსხი 4-22 ივნისს უმასპინძლებს, მონაწილე კი ტრადიციულად 12 იქნება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები A ჯგუფში ფიჯის, უელსსა და სამოას ეთამაშება, რომელმაც ელიტაში ასპარეზობის უფლება თბილისში გამართული მსოფლიო ალაფას მოგების წყალობით მოახერხა.
B ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია და იტალია მოხვდნენ, C-ში კი – ავსტრალია, საფრანგეთი, არგენტინა და შოტლანდია ითამაშებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი სამომავლოდ ელიტას დაემშვიდობება, მის ადგილს კი 2012 წლის მსოფლიო ალაფას გამარჯვებული დაიკავებს, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული გუნდიც ჩაებმება. მომავალ ალაფას, სავარაუდოდ იაპონია უმასპინძლებს, მასში ასპარეზობის უფლება კი “ბორჯღალოსანთა” გარდა, უკვე განაღდებული აქვთ იაპონიას, ჩილესა და ზიმბაბვეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.176452