დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი” რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩენეჯ ქაფზე”, ახალ წელს V ჯგუფის ლიდერის რანგში შეხვდება.
ორ კვირაში გუნდმა პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. ესპანურ “ლა ვილასთან” მატჩებში, მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალება მისცა, მეტოქე შინ თუ გარეთ დიდი სხვაობებით დაამარცხა, პრემიალური ქულებიც მიითვალა და ორი შეხვედრის ჯამში, ათ ქულას მოუყარა თავი, რის შემდეგაც, მთლიანობაში 18 ქულა დაუგროვდა. IV ტურში ფრანგები ესპანელებს საკუთარ მოედანზე დაუხვდნენ და 3500 გულშემატკივარის თვალწინ 38:13 იმარჯვეს. “ბრივმა” პრემიის მომტანი მეოთხე ლელო 22-ე წუთისთვის გაიტანა და 26:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 33:3 მოიგო. ზემოთ ლიდერების დასვენება ვახსენეთ და რაღა თქმა უნდა, მათ შორის ქართველი პირველხაზელებიც იყვნენ.
ამ ტურის მეორე შეხვედრაში, “სეილი” “აჟენს” ინგლისში 18 დეკემბერს ეთამაშება. “ბრივი” იანვრის შუა რიცხვებში “აჟენს” დაუხვდება, ერთ კვირაში კი, “სეილს” სტუმრად ეთამაშება და სავარაუდოდ, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც მაშინ გაირკვევა.
“ჩელენჯ ქაფი”. IV ტური
I ჯგუფი
15 დეკემბერი
სტად ფრანსე - პარმა 45:3 (12:3)
17 დეკემბერი
უორსტერი - ბუქარესტი
1 | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 4 | 4 | 0 | 0 | 174-20 | 19 |
2 | უორსტერ უორიორზი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 72-39 | 10 |
3 | ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 50-80 | 5 |
4 | კროჩიატი პარმა (იტალია) | 4 | 0 | 0 | 4 | 13-170 | 0 |
II ჯგუფი
17 დეკემბერი
პეტრარკა - ლიონი
ტულონი - ნიუკასლი
1 | ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 67-25 | 13 |
2 | ტულონი (საფრანგეთი) | 3 | 2 | 0 | 1 | 82-47 | 10 |
3 | ლიონი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 69-69 | 5 |
4 | პეტრარკა პადოვა (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 41-118 | 0 |
III ჯგუფი
15 დეკემბერი
ბორდო - როვიგო 15:10 (5:10)
უოსპსი - ბაიონი 25:11 (13:11)
1 | ლონდონ უოსპსი (ინგლისი) | 4 | 3 | 0 | 1 | 121-51 | 14 |
2 | ბაიონი (საფრანგეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 93-49 | 13 |
3 | ბორდო (საფრანგეთი) | 4 | 2 | 0 | 2 | 63-84 | 9 |
4 | როვიგო (იტალია) | 4 | 0 | 0 | 4 | 34-127 | 1 |
IV ჯგუფი
17 დეკემბერი
კავალიერი - პერპინიანი
18 დეკემბერი
დრაგონსი - ექსეტერი
1 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 98-21 | 10 |
2 | პერპინიანი (საფრანგეთი) | 3 | 2 | 0 | 1 | 82-55 | 9 |
3 | ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) | 3 | 2 | 0 | 1 | 62-34 | 9 |
4 | კავალიერი პრატო (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 23-155 | 0 |
V ჯგუფი
15 დეკემბერი
ბრივი - ლა ვილა 38:13 (33:3)
18 დეკემბერი
სეილი - აჟენი
1 | ბრივი (საფრანგეთი) | 4 | 4 | 0 | 0 | 140-57 | 18 |
2 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 106-46 | 10 |
3 | აჟენი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 72-68 | 5 |
4 | ლა ვილა (ესპანეთი) | 4 | 0 | 0 | 4 | 47-194 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია