ამბები

22:40 | 18.12.2011 | ნანახია 1959 - ჯერ

სამ ქართულ გუნდზე მხოლოდ 3 ქულა

წარუმატებელი გამოდგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, “ჰაინეკენის თასის” IV ტური ქართველ ლეგიონერთა გუნდებისთვის. გამარჯვება ვერცერთმა ქართულ-ფრანგულმა კლუბმა მოიპოვა, ერთმა შეხვედრა ფრედ დაასრულა, ერთმა კი, მხოლოდ პრემიალური ქულა მიითვალა.
3 გუნდიდან ორმა ჯგუფიდან გასვლისას პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგა და დარჩენილ ორ ტურს ხათრისა და პრესტიჟის გულისთვისღა თუ ითამაშებს, რადგან მე-2 ადგილის დაკავებაც ძალიან გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში, 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის, შემდგომი 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, რანგით მეორე - “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალში გააგრძელებს ბრძოლას.
I ჯგუფში, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” ინგლისში “ნორთჰემპტონს” ეწვია, რომელსაც ერთი კვირის წინათ 41:22 სძლია. შეხვედრა ამჯერადაც უხვქულიანი აღმოჩნდა, ოღონდ, არა ქართველი პირველხაზელის გუნდისთვის. არადა, პირველი ტაიმი მათ ასეთს არაფერს უქადდა.
ფრანგებს ანგარიშის გახსნის შანსი ჯარიმით მიეცათ, მაგრამ მე-8 წუთზე დარტყმა გაუცუდდათ. მე-12 წუთზე, ჯარიმით, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ტაიმი 3:0 დასრულდა. მე-2 ნახევარში კი, ინგლისელებმა აიწყვიტეს, 42 უპასუხო ქულა მოინაგრეს და 45:0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთამდე, “ნორთჰემპტონს” მხოლოდ ჯარიმები ჰქონდა გატანილი და ანგარიშიც 12:0 იყო, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 5 ლელო გაიტანა და 4 რეალიზაცია გამოიყენა.
ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც მისი თანაგუნდელები მეტოქეს ვეღარ დაუდგნენ და სამარცხვინო მარცხი იწვნიეს.
III ჯგუფში, “ჰაინეკენის თასზე” თავის პირველ გამარჯვებას კვლავ ვერ მიაღწია ქართული ოთხეულის “მონპელიემ”, თუმცა, უქულოდ არც ამჯერად დარჩა. უფრო მეტიც, ფრანგებმა ამ ტურნირზე თავისი მე-2 ფრე ითამაშეს, მაგრამ რად გინდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს. ალბათ, ჯგუფიდან გასვლაზე არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ფიქრობდა და პირველი მატჩისა არ იყოს, საკუთარი გუნდის ლიდერებს ამჯერადაც დასვენების საშუალება მისცა, არადა, გამარჯვება ისე ახლოს იყო...
უქულო თამაში 33-ე წუთამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ტრიბუნაზე შეკრებილმა 8 ათასამდე გულშემატკივარმა ფრანგთა ლელოთი გაიხარა, რეალიზაციაც ზუსტი იყო. ტაიმი ასე დასრულდა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, შოტლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს, რაზეც მასპინძლებმა 51-ე წუთამდე 2 ჯარიმით უპასუხეს და უკვე 10 ქულით დაწინაურდნენ - 13:3. მაგრამ დასკვნითი 20 წუთი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. სტუმრებმა 61-ე წუთზე, ლელო-გარდასახვით, ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო 77-ე წუთზე, ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს და ირლანდიურ “ლენსტერთან” პირველ ტურში გამართული მატჩისა არ იყოს, მასპინძლებს გამარჯვება ამჯერადაც ბოლო წამებზე წაგლიჯეს.
ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი გოდერძი შველიძე, რომელიც 50-ე წუთზე, მიხეილ ნარიაშვილმა შეცვალა. კიდევ ერთი პირველხაზელი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჟღენტი განაცხადში არ იყო, ხოლო მამუკა გორგოძე ბრძოლაში 71-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს ვერც მან უშველა და თამაში 13:13 დასრულდა.
“კასტრს” და “მონპელიეს” მეოთხედფინალში მოხვედრის პრაქტიკული შანსები აღარ აქვთ, აი “კლერმონისთვის” კი, მიუხედავად მარცხისა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. გემახსოვრებათ, ერთი კვირის წინათ, დავით ზირაქაშვილმა ხელი მოიტეხა და ყველაზე ცოტა, ორი თვე დასვენება მოუწევს, ამიტომ, ის განაცხადში არ იყო.
ფრანგები 20 ათასზე მეტი გულშემატკივრის წინაშე, ინგლისში, “ლესტერის” წინაშე წარსდგნენ და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. არადა, სტუმრებმა ტაიმი 16:7 მოიგეს, მერე 19:17-იც დაწინაურდნენ, თუმცა, ბოლოს 2 ჯარიმა მიიღეს და 19:23 დამარცხდნენ.
ახლა “კლერმონი” 11 ქულით მე-3 ადგილზეა, მაგრამ ლიდერს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, იანვრის შუა რიცხვებში, ფრანგები სტუმრად აუტსაიდერს, “აირონს” იტალიაში ეთამაშებიან და წესით, პრემიალური ქულით უნდა მოიგონ, მერე კი, შინ “ოლსტერს” სძლიონ და ყველაფერი კარგად იქნება.  

“ჰაინეკენის თასი”. IV ტური
I ჯგუფი
18 დეკემბერი

მანსტერი - სკარლეტსი 19:13 (6:3)
ნორთჰემპტონი - კასტრი 45:0 (3:0)
 

1 მანსტერი (ირლანდია) 4 4 0 0 86-72 16
2 სკარლეტსი (უელსი) 4 2 0 2 86-82 11
3 ნორთჰემპტონი (ინგლისი) 4 1 0 3 111-92 8
4 კასტრი (საფრანგეთი) 4 1 0 3 88-125 6



V ტური
მანსტერი - კასტრი
სკარლეტსი - ნორთჰემპტონი

II ჯგუფი
16 დეკემბერი

ედინბურგი - კარდიფი 19:12 (19:3)
17 დეკემბერი
ლონდონ აირიში - რასინგ მეტრო 19:25 (12:15)
 

1 ედინბურგი (შოტლანდია) 4 3 0 1 95-103 13
2  კარდიფ ბლუზი (უელსი) 4 3 0 1 87-65 13
3 ლონდონ აირიში (ინგლისი) 4 1 0 3 90-83 8
4  რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 4 1 0 3 106-127 7


V ტური
ლონდონ აირიში - კარდიფი
რასინგ მეტრო - ედინბურგი

III ჯგუფი
17 დეკემბერი

მონპელიე - გლაზგო 13:13 (7:0)
ლენსტერი - ბათი 52:27 (24:6)
 

1 ლენსტერი (ირლანდია) 4 3 1 0 124-69 16
2   გლაზგოელი მეომრები (შოტლანდია) 4 2 1 1 72-87 10
3  ბათი (ინგლისი) 4 1 0 3 77-109 6
4  მონპელიე (საფრანგეთი) 4 0 2 2 57-65 6



V ტური
გლაზგო - ლინსტერი
მონპელიე - ბათი

IV ჯგუფი
17 დეკემბერი

ლესტერი - კლერმონი 23:19 (7:16)
აირონი - ოლსტერი 20:46 (3:27)
 

1  ოლსტერი (ირლანდია) 4 3 0 1 102-61 14
2 ლესტერის ვეფხვები (ინგლისი) 4 3 0 1 83-70 12
3 კლერმონი (საფრანგეთი) 4 2 0 2 114-54 11
4 აირონი (იტალია) 4 0 0 4 45-159 0



V ტური
აირონი - კლერმონი
ოლსტერი - ლესტერი

V ჯგუფი
16 დეკემბერი

ოსპრეი - სარაცინი 13:16 (6:16)
ბიარიცი - ტრევიზო 29:12 (3:12)
 

1  სარაცინი (ინგლისი) 4 3 0 1 99-71 14
2 ბიარიცი (საფრანგეთი) 4 2 0 2 91-80 12
3 ოსპრეი (უელსი) 4 1 1 2 93-94 8
4 ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 4 1 1 2 85-123 6



V ტური
ოსპრეი - ტრევიზო
სარაცინი - ბიარიცი

VI ჯგუფი
17 დეკემბერი

გლოსტერი - კონაჩტი 23:19 (10:13)
18 დეკემბერი
ტულუზა - ჰარლექუინსი 24:31 (10:15)
 

1  ტულუზა (საფრანგეთი) 4 3 0 1 102-68 13
2 ჰარლექუინსი (ინგლისი) 4 3 0 1 94-71 12
3 გლოსტერი (ინგლისი) 4 2 0 2 63-78 9
4 კონაჩტი (ირლანდია) 4 0 0 4 56-98 2

 


V ტური
ტულუზა - კონაჩტი
ჰარლექუინსი - გლოსტერი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.204134