ამბები

17:11 | 19.12.2011 | ნანახია 4481 - ჯერ

რეიტინგი იცვლება, ლიდერები - არა

მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე სარაგბო ქვეყნების ნაკრებები უქმობენ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეული რეიტინგი, ტრადიციულად, ორშაბათობით ახლდება და მის ქვედა ნაწილში ცვლილებები თითქმის გამუდმებით ხდება, რადგან დაბალი დონის ნაკრებები სხვადასხვა ტურნირებში ახლაც თამაშობენ.
ჩვენთვის ამ ცვლილებებს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 71,09 ქულით კვლავ მე-14 ადგილზეა, მის წინ ისევ კანადა, უკან კი, იაპონიაა. რეიტინგს მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორე ადგილს ავსტრალია იკავებს, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო თასის ფინალისტ საფრანგეთს აქვს – მე-3 ადგილი.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 19 დეკემბრისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). საფრანგეთი    84,70
4    (4). სამხრეთ აფრიკა    84,34
5    (5). ინგლისი    81,58
6    (6). ირლანდია    80,65
7    (7). არგენტინა    80,28
8    (8). უელსი    79,61
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). შოტლანდია    76,20
11    (11). სამოა    75,81
12    (12). იტალია    73,99
13    (13). კანადა    72,92
14    (14). საქართველო    71,09
15    (15). იაპონია    70,45
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,98
19    (19). ნამიბია    61,24
20    (20). რუსეთი    60,54
21    (21). ურუგვაი    60,47
22    (22). ესპანეთი    60,33
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). პორტუგალია    59,30
25    (25). ბელგია    57,02
26    (29). ჰონკონგი    56,51
27    (26). მაროკო    56,13
28    (27). მოლდოვა    54,94
29    (28). პოლონეთი    54,80
30    (30). ყაზახეთი    53,62
31    (31). კორეა    53,36
32    (32). უკრაინა    53,22
33    (34). ზიმბაბვე        52,40
34    (33). ბრაზილია    51,57
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089357