ამბები

17:13 | 19.12.2011 | ნანახია 1614 - ჯერ

უილკინსონი “ტულონში” კიდევ ერთი წლით რჩება

ფრანგული “ტულონის” ინგლისელმა მგეზავმა ჯონი უილკინსონმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის მორაგბის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურებოდა, თუმცა, მასში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლოთ და სწორედ ეს პუნქტი აამოქმედეს.
2003 წლის მსოფლიო თასის გმირი უილკინსონი “ტულონში” “ნიუკასლიდან” 2009 წელს გადავიდა. მისი თანაგუნდელები არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, ასევე, ახლგაზრდა მორაგბეები ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, უილკინსონმა ეროვნული გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. მის ანგარიშზე 91 სანაკრებო შეხვედრა და 1246 ქულაა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ახალზელანდიელ დენ კარტერს ჩამორჩება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086861