ამბები

16:56 | 22.12.2011 | ნანახია 2007 - ჯერ

უელსელებმა სახელფასო ზედა ზღვარი დააწესეს

ოთხმა წამყვანმა უელსურმა სარაგბო კლუბმა, “კარდიფ ბლუზმა”, “ნიუპორტმა”, “ოსპრეიმ” და “სკარლეტსმა”, შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან, მათი სახელფასო ზედა ზღვარი 3,5 მილიონი გირვანქათი განისაზღვრა.
Scrum-ის ინფორმაციით, ამ თანხაში გათვალისწინებული არაა კლუბების სარაგბო აკადემიისთვის გამოყოფილი თანხები.
ვარაუდობენ, რომ ასეთმა მიდგომამ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი, ახალგაზრდა მორაგბეების განვითარება და კლუბების ფინანსური მდგრადობა. ზემოთნახსენები კლუბების გადაწყვეტილება, დადებითად შეაფასა უელსისი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ და სწორედ ის გააკონტროლებს ხელფასის ზედა ზღვარის დაურღვევლობას.
ცოტა ხნის წინ, სახელფასო ზედა ზღვარი ინგლისურ კლუბებშიც დააწესეს და მან 4 მილიონი შეადგინა. ფინანსურად არცთუ განებივრებულ რაგბიში, მსგავსი ხერხით ერთგვარი თანასწორობის დაცვა ჩვეულებად იქცა.   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082008