რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოპიევმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “დათვების” მთავარი მწვრთნელი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უელსელი კინგსლი ჯონსი იქნება.
რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯონსის დანიშვნის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში თვეში გავრცელდა, მაგრამ ამბავს ოფიციალური დასტური აკლდა.
“ჩვენ მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, შემდეგ მსოფლიო თასამდე. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება დაგვეხმარება და მინიმუმ, 2015 წლის მსოფლიო თასზე ისევ ვითამაშებთ, მაქსიმუმ კი, არა მარტო იქ, მეტ წარმატებას მივაღწევთ” - თქვა კოპიევმა.
კოპიევის თქმით, სრული სამწვრნელო შტაბი უკვე დამტკიცებულია და რუსეთის ნაკრების პირველი შეკრება ახალი თავკაცების ხელმძღვანელობით, იანვრის თვეში, სოჭში 50 მორაგბის თანხლებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ ჯონსი რუსეთის ნაკრებში აგერ უკვე თითქმის ერთი წელია შერკინების მწვრთნელად მუშაობს, მსოფლიო თასის შემდეგ კი, ნიკოლაი ნერუში ჩაანაცვლა.
ახალი მწვრთნელის მეთაურობით, რუსეთის ნაკრები თბილისს 17 მარტს ეწვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია