კელტების ლიგა

15:01 | 3.03.2016 | ნანახია 1268 - ჯერ

მამუკაშვილის კონკურენტი მსოფლიოს ჩემპიონი იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის კონკურენტი მსოფლიოს ჩემპიონი კორი ფლინი იქნება.

შოტლანდიური „გლაზგო უორიორსის“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ფრანგული „ტულუზის“ ახალზელანდიელ პირველხაზელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის გუნდს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

„კარიერის უდიდესი ნაწილი ახალ ზელანდიაში გავატარე, საფრანგეთში მეორე წელია ვთამაშობ და მადლობელი ვარ „გლაზგო უორიორსის“, რადგან მათ კიდევ ერთ ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა მომცეს. მსურს დავეხმარო ახალგაზრდა ჰუკერებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. მე მათ გამოცდილებას გავუზიარებ, რადგან თავის დროზე, „კრუსეიდერსში“ მეც სწორედ ასე დამეხმარნენ“ - ამბობს 35 წლის მორაგბე.

სუპერ რაგბის „კრუსეიდერსში“ გატარებულ 13 სეზონში, კორიმ 150 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 ლელო გაიტანა. 2003 წლიდან 2011 წლამდე, მან „ოლ ბლექსის“ მაისურით 15 თამაში ჩაატარა და 3 ლელო დადო. ფლინმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და „უებ ელისის თასს“ დაეუფლა, 2014 წლიდან კი, „ტულუზის“ წევრია და 34 მატჩში 6 ლელო მიითვალა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:06 | 03.03.2016
BEERTRANCE (1073)

უნდა გაისარჯოს მამუკაშვილი

0.122867