ამბები

13:08 | 28.12.2011 | ნანახია 2881 - ჯერ

გიორგაძემ “ტულუზასთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვეტერანი, პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე კარიერას ფრანგულ გრანდში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და წლევანდელი გათამაშების ლიდერ “ტულუზაში” გააგრძელებს.
ტულუზელთა სამხრეთაფრიკელმა მორაგბე გარი ბოთამ “მონპელიესთან” 45:25 მოგებულ შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა. ექიმების ვერდიქტით, ის მინიმუმ 4 თვე ვერ ითამაშებს, გუნდის მთავარ მწვრთნელ გი ნოვეს აფრიკელის დაბრუნების იმედი ამ სეზონში აღარ აქვს და რამდენიმე ვარიანტიდან არჩევანი სწორედ ქართველ მორაგბეზე შეაჩერა.
“ტულუზას” სეზონის ბოლომდე გამოცდილი კვაჭი ჭირდებოდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, გიორგაძემ “კასტრის” შემადგენლობაში თოპ 14-ის 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, 11 თამაში ჩაატარა “ჰაინეკენის თასზე”, ხოლო “ჩელენჯ ქაფზე” - 9. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე, ჯამში კი, 62 კეპი დააგროვა და ტულუზელებმაც “სამედიცინო ჯოკერის” სახით, სწორედ მისი დამატება გადაწყვიტეს.
საფრანგეთში გადასვლამდე აქვსენტი გიორგაძე იტალიური “როვიგოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო, მსოფლიო თასის შემდეგ კი, ფედერალ 2-ის “მაზამეში” გამოდიოდა. ის სამშაბათს ეწვია “ტულუზას” ბაზას, სამედიცინო შემოწმება გაიარა და საღამოს კონტრაქტიც ოფიციალურად გააფორმა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104411