რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ბოლო ტურის წინ, ქართველი ლეგიონერების ორი ფრანგული კლუბი თავთავიანთ ჯგუფს ლიდერობს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. მეტი უბრალოდ შეუძლებელიც იყო, რადგან ოთხი გუნდი ორ ჯგუფში ორ-ორად იყო გადანაწილებული და ბუნებრივია, თითოეულ ჯგუფს ერთზე მეტი ლიდერი ვერ ეყოლებოდა.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივზე”, რომელმაც თავისი შეხვედრა 13 იანვარს ჩაატარა, დაწვრილებით ორი დღის წინ მოგახსენეთ და ახლა მოკლედ შეგახსენებთ, რომ ბრიველებმა ბექა შეყლაშვილის “აჟენი” 50:13 გაანადგურეს, 7 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც აიღეს. “ბრივი” V ჯგუფს 23 ქულით ლიდერობს და კონკურენტ “სეილს”, რომელსაც 19 იანვარს ინგლისში ეთამაშება, 3 ქულით უსწრებს.
“ჩელენჯ ქაფზე” მეოთხედფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან და მათ სამი გუნდი “ჰაინეკენის თასიდან” დაემატებათ (ჯგუფში მეორე ადგილზე გასული მესამე-მეხუთე გუნდები). დებულების თანახმად, ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ ქულებს ენიჭება. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ მეოთხედფინალში ის გუნდი გავა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში მეტი ლელო ექნება გატანილი, შემდეგი მაჩვენებელი კი, გატანილ-მიღებული ქულები იქნება.
პირველ წრეში “ბრივმა” “სეილი” 26:18 დაამარცხა, თავად 4 ქულა აიღო (პრემიალური ვერა), მაგრამ მეტოქეც უქულოდ დატოვა (7 ქულაზე მეტი სხვაობით მარცხისთვის, პრემიალური ქულა ვერც ინგლისელებმა აიღეს). ორივე გუნდმა ორ-ორი ლელო გაიტანა. ამრიგად, თუ 19 იანვარს ფრანგებმა იმარჯვეს, ან ფრედ ითამაშეს, ისინი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გადიან. “ბრივს” ამის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნება, ოღონდ, მეტოქეს ოთხი ლელო არ უნდა გაატანინოს, თავად 7 და ნაკლები ქულით დამარცხდეს და ერთი პრემიალური ქულა აიღოს (თუ ოთხი ლელოც გაიტანა და მეორე პრემიალური ქულაც მიითვალა, მთლად უკეთესი). ასეთ შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებში “ბრივს” “სეილთან 5 ქულა ექნება აღებული (4 პირველ წრეში მოგებისთვის და ერთი პრემიალური ქულა ინგლისში მცირე სხვაობით მარცხისთვის), “სეილს” ოთხი (ინგლისში მოგების შემთხვევაში) და მეოთხედფინალში ქართველთა ფრანგული გუნდი გავა.
ქართული დერბი გაიმართა II ჯგუფშიც, სადაც დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონს” უმასპინძლა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირიბდნენ, სულ ბოლოს კი, ორი ლელო მიითვალეს, ჯამში ოთხი გაუხდათ და პრემიალური ქულაც დაიბევეს. “ლიონმა” ადრეული ჯარიმით გახსნა ანგარიში, რაზეც “ტულონმა” შესვენებამდე ლელოთი, გარდასახვით და ერთი ჯარიმით უპასუხა.
52-ე წუთზე მასპინძლებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს. დასკვნითი 5 წუთი სახალისო გამოდგა. “ლიონი” კაცნაკლული იყო, როდესაც ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა და მატჩის დასრულებამდე კიდევ 4 წუთი რჩებოდა. მერე სტუმართა შემადგენლობა შეივსო, მაგრამ ამ დროს ლელო უკვე “ტულონმა” გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა. მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, განახლდა თამაში და ბურთი მასპინძლებმა მოიხელთეს, შეუტიეს და 82-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანეს, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში - 29:10 დაფიქსირდა.
“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქუბრიაშვილი, ვინც 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო “ლიონის” რიგებში კავთიძე ბრძოლაში 49-ე წუთიდან ჩაერთო. ამრიგად, “ტულონს” 20 ქულა მოუგროვდა და ორით უსწრებს “ნიუკასლს”, რომელმაც “პეტრარკა” 43:0 გაანადგურა. დასკვნით ტურში ტულონელები იტალიაში აუტსაიდერს ეთამაშებიან, წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ და პლეი ოფშიც უპრობლემოდ გააღწევენ.
“ჩელენჯ ქაფი”. V ტური
I ჯგუფი
ბუქარესტი - სტად ფრანსე 13:34 (8:17)
უორსტერი - პარმა 55:10 (26:0)
1 | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 5 | 5 | 0 | 0 | 208-33 | 24 |
2 | უორსტერ უორიორზი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 184-62 | 20 |
3 | ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) | 5 | 1 | 0 | 4 | 76-171 | 5 |
4 | კროჩიატი პარმა (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 23-225 | 0 |
VI ტური
21 იანვარი
პარმა - ბუქარესტი
სტად ფრანსე - უორსტერი
II ჯგუფი
ნიუკასლი - პეტრარკა 43:0 (7:0)
ტულონი - ლიონი 29:10 (10:3)
1 | ტულონი (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 147-67 | 20 |
2 | ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 120-61 | 18 |
3 | ლიონი (საფრანგეთი) | 5 | 2 | 0 | 3 | 122-101 | 10 |
4 | პეტრარკა პადოვა (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 44-204 | 0 |
VI ტური
21 იანვარი
ლიონი - ნიუკასლი
პეტრარკა - ტულონი
III ჯგუფი
ბორდო - ბაიონი 6:12 (3:6)
როვიგო - უოსპსი 11:32 (6:12)
1 | ლონდონ უოსპსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 153-62 | 19 |
2 | ბაიონი (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 105-55 | 17 |
3 | ბორდო (საფრანგეთი) | 5 | 2 | 0 | 3 | 69-96 | 10 |
4 | როვიგო (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 45-159 | 1 |
VI ტური
22 იანვარი
უოსპსი - ბორდო
ბაიონი - როვიგო
IV ჯგუფი
კავალიერი - ექსეტერი 10:50 (3:17)
პერპინიანი - დრაგონსი 27:13 (15:3)
1 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 171-50 | 19 |
2 | პერპინიანი (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 139-81 | 18 |
3 | ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) | 5 | 2 | 0 | 3 | 94-84 | 10 |
4 | კავალიერი პრატო (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 46-235 | 0 |
VI ტური
21 იანვარი
ექსეტერი - პერპინიანი
დრაგონსი - კავალიერი
V ჯგუფი
ბრივი - აჟენი 50:13 (19:6)
ლა ვილა - სეილი 10:69 (10:31)
1 | ბრივი (საფრანგეთი) | 5 | 5 | 0 | 0 | 190-70 | 23 |
2 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 216-77 | 20 |
3 | აჟენი (საფრანგეთი) | 5 | 1 | 0 | 4 | 106-159 | 5 |
4 | ლა ვილა (ესპანეთი) | 5 | 0 | 0 | 5 | 57-263 | 0 |
VI ტური
19 იანვარი
სეილი - ბრივი
აჟენი - ლა ვილა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია