ჭაბუკთა "ა"

11:17 | 3.03.2016 | ნანახია 1316 - ჯერ

ყველამ პრემიით მოიგო

2016 წლის ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ექვსი თამაში გაიმართა და ექვსივე გამარჯვებულმა აქტივს პრემიალური ქულაც შემატა.

პირველ ეტაპზე დიდი სხვაობები და პრემიები უხვად იქნება, რაც გასაკვირი არაა. წლევანდელი გათამაშების ყველაზე დიდი სხვაობა კიკეთში დაფიქსირდა. რეკორდი „იუნკერ-ჩოხოსნებს“ ეკუთვნით, რომელთაც ოზურგეთის „არწივები“ არ დაინდეს და 114:0 დაამარცხეს. რუსთავში გვარიანად აჯობა ადგილობრივმა „ხარებმა“ წყალტუბოს „დინოზავრს“ - 50:3. ზღვისპირეთში მეზობლების ჯახი შედარებით დაძაბული გამოდგა, მაგრამ ქობულეთის „პონტომ“ „ბათუმს“ ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო და პრემიაც გაატანა - 10:29.

„გ“ ჯგუფში ყველაზე დამაჯერებლად თბილისის „არმიამ“ მოიგო, რომელმაც თელავის „კახელებს“ 60:7 აჯობა. თბილისის „ლოკომოტივმა“ ხაშურის „ლეგიონს“ 38:6 მოუგო, ხოლო „ხულიგანამ“ პატარძეულის „ვეფხვებს“ შედარებით მოკრძალებული ანგარიშით, 24:3 სძლია, თუმცა მთავარი ამოცანა და პრემიალური ქულის აღება მაინც მოახერხა.

ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი ეტაპის მეორე რაუნდის თამაშები 8-9 მარტს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:48 | 03.03.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია თანდათან გათანაბრდება დონე.

0.083056