7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპის ფინალში, ლიდერებმა, ახალმა ზელანდიამ და ფიჯიმ, ურთიერთობა ფინალში გაარკვიეს და ველინგტონის ეტაპზე გამარჯვებული მასპინძელთა გუნდი დარჩა.
“ოლ ბლექსმა” საკუთარ კედლებში მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებლად იპირველა. ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის, იაპონიის და სამოას ძლევის შემდეგ, მასპინძლებმა მეოთხედფინალში საფრანგეთიც იოლად ჩამოიცილეს და პრობლემები მხოლოდ ნახევარფინალში, ინგლისთან შეექმნათ. ევროპელებმა პირველი ტაიმი 12:0 მოიგეს, მაგრამ ზელანდიამ მეორე ნახევარში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, დამატებით ტაიმში კი, გადამწყვეტი ლელო გაიტანა და 17:12 იმარჯვა. ფინალში “ოლ ბლექსი” არ მოეშვა, 24:0 დაწინაურდა და ერთი საპასუხო ლელოს გაშვების მიუხედავად, ეტაპის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც სერიაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
სერიის მესამეადგილოსანმა ინგლისმა, ჯგუფში ჯერ სამხრეთ აფრიკასთან წააგო, მერე ნახევარფინალში ზელანდიასთან და ეტაპზეც მესამე ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზე სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, მეოთხედფინალში ფიჯისთან დამარცხდა. სენსაციის ავტორი შეიქმნა კანადა, რომელმაც საფრანგეთი და ავსტრალია უკან მოიტოვა და ჯგუფში იპირველა, მერე კი, მეოთხედფინალში სამოასთან მხოლოდ დამატებით დროში გაშვებული ჯარიმით, ხოლო შემდგომში სამხრეთ აფრიკასთან სულ რაღაც ორი ქულით დაეცა.
ველინგტონში 45 ქულით საუკეთესო ბომბარდირი ზელანდიელი ტომასი კამა გახდა, ვინაც ორით მეტი გაიტანა ვიდრე სესილ აფრიკამ (სამხრეთ აფრიკა). 7 ლელოთი საუკეთესო მელელოვის ტიტული კენიელ კოლინს ინჯერას ერგო, ზელანდიელმა ფრენკ ჰალაიმ კი, ერთით ნაკლები გაიტანა. კამას ოთხი ეტაპის შემდეგ 171 ქულა დაუგროვდა და სერიის საუკეთესო ბომბარდირიცაა, ხოლო მელელოვეებში 24 ლელოთი ჰალაი ლიდერობს. V ეტაპს 10-12 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატები, ლას ვეგასი უმასპინძლებს.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
IV ეტაპი (IX ეტაპად). ახალი ზელანდია. 3-4 თებერვალი
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 29:7
სამოა - იაპონია 29:14
ახალი ზელანდია - იაპონია 54:0
სამოა - შოტლანდია 21:14
შოტლანდია - იაპონია 55:0
ახალი ზელანდია - სამოა 19:7
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 102-14 | 9 |
2 | სამოა | 3 | 2 | 0 | 1 | 57-47 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 76-50 | 5 |
4 | იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 14-138 | 3 |
B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - აშშ 21:0
ინგლისი - კუკის კუნძულები 27:12
სამხრეთ აფრიკა - კუკის კუნძულები 43:0
ინგლისი - აშშ 29:0
აშშ - კუკის კუნძულები 22:26
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 14:10
1 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | 78-10 | 9 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 66-26 | 7 |
3 | კუკის კუნძულები | 3 | 1 | 0 | 2 | 38-92 | 5 |
4 | აშშ | 3 | 0 | 0 | 3 | 22-76 | 3 |
C ჯგუფი
ფიჯი - არგენტინა 31:0
უელსი - ტონგა 14:14
ფიჯი - ტონგა 14:17
უელსი - არგენტინა 19:7
არგენტინა - ტონგა 14:24
ფიჯი - უელსი 19:0
1 | ტონგა | 3 | 2 | 1 | 0 | 55-42 | 8 |
2 | ფიჯი | 3 | 2 | 0 | 1 | 64-17 | 7 |
3 | უელსი | 3 | 1 | 1 | 1 | 33-40 | 6 |
4 | არგენტინა | 3 | 0 | 0 | 3 | 21-74 | 3 |
D ჯგუფი
საფრანგეთი - კანადა 14:19
ავსტრალია - კენია 10:35
საფრანგეთი - კენია 26:17
ავსტრალია - კანადა 14:12
კანადა - კენია 21:14
საფრანგეთი - ავსტრალია 10:10
1 | კანადა | 3 | 2 | 0 | 1 | 52-42 | 7 |
2 | საფრანგეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 50-46 | 6 |
3 | ავსტრალია | 3 | 1 | 1 | 1 | 34-57 | 6 |
4 | კენია | 3 | 1 | 0 | 2 | 66-57 | 5 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
შოტლანდია - კენია 5:14
უელსი - აშშ 10:0
ავსტრალია - იაპონია 33:5
კუკის კუნძულები - არგენტინა 0:28
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 22:7
ტონგა - ინგლისი 7:26
კანადა - სამოა 12:15
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 5:21
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
შოტლანდია - აშშ 14:12
იაპონია - კუკის კუნძულები 10:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
კენია - უელსი 17:7
ავსტრალია - არგენტინა 24:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
საფრანგეთი - ტონგა 7:15
კანადა - სამხრეთ აფრიკა 19:21
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ინგლისი 17:12
სამოა - ფიჯი 5:28
XIII ადგილისთვის
შოტლანდია - კუკის კუნძულები 19:17
IX ადგილისთვის
კენია - ავსტრალია 12:7
V ადგილისთვის
ტონგა - სამხრეთ აფრიკა 0:24
III ადგილისთვის
ინგლისი - სამოა 21:12
ფინალი
ახალი ზელანდია - ფიჯი 24:7
საერთო ცხრილი ოთხი ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 73
2. ფიჯი - 70
3. ინგლისი - 64
4. სამხრეთ აფრიკა - 61
5. საფრანგეთი - 49
6. სამოა - 47
7. ავსტრალია - 45
8. უელსი - 41
9. არგენტინა - 33
10. შოტლანდია - 26
11. კანადა - 22
12. აშშ - 18
13. ტონგა - 17
14. კენია - 13
15. პორტუგალია - 6
16. ზიმბაბვე - 4
17. იაპონია - 3
18. პაპუა ახალი გვინეა - 3
19. კუკის კუნძულები - 2
20. მაროკო - 1
21. ნიუე - 1
22. ა.გ.ს. - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია