ამბები

20:33 | 5.02.2012 | ნანახია 5953 - ჯერ

ბასილაია შოტლანდიურ გრანდში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ვალანს დაჟენის” მესამეხაზელი, შერკინების შემკვრელი (8 ნომერი) დიმიტრი ბასილაია კარიერას შოტლანდიურ გრანდში - “ედინბურგში” გააგრძელებს.
სქოთების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლა კი “ედინბურგის” თავკაცია, 26 წლის ქართველით ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დაინტერესდა. მაშინ “ვალანს დაჟენმა” ბასილაიას გაშვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახლა შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერიც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაცხადდება.
დიმიტრი ბასილაიამ თავისი შესაძლებლობები 2011 წლის მსოფლიოს თასზე სრულად წარმოაჩინა და თვით ინგლისის ნაკრებს ლელო გაუტანა. “ბორჯღალოსანთა” მაისური მან 19 მატჩში მოირგო, ანგარიშზე კი 2 ლელო აქვს.
ქართველი მესამეხაზელი აქამდე მხოლოდ ფედერალ 1-ის გუნდებში გამოდიოდა, ახლა კი, სერიოზულ გუნდში დიდი კარიერის გაკეთების საშუალება ეძლევა. “ედინბურგმა” “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და 7 აპრილს ფრანგულ “ტულუზას” უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე იცავენ.

 

ზურა ქსოვრელი  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082522