ამბები

18:11 | 8.02.2012 | ნანახია 6861 - ჯერ

ჰეიგმა “ბორჯღალოსნების” 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ცნობილი გახდა ის 24-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ერთა თასზე ესპანეთთან მატჩისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეებისთვის ეს სეზონის პირველი შეხვედრაა, რომელიც მადრიდში შაბათს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.
“ბორჯღალოსნების” ახალი თავკაცის, მილტონ ჰეიგის მიერ შერჩეულ სასტარტო თხუთმეტეულში 12 ლეგიონერია (11 საფრაგეთიდან), ქართული კლუბებიდან კი “ყოჩებს”, “ლოკომოტივსა” და ქვეყნის ჩემპიონ “არმიას” თითო წარმომადგენელი ჰყავთ.
გუნდს სათადარიგოების რანგში მიჰყვებიან ფრანგული “ვალანს დ’აჟენის” 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე და “ბრივის” მესამეხაზელი ბექა ბიწაძე. ისინი საესპანეთო განაცხადში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუკი რომელიმე მორაგბემ ტრავმა უშუალოდ მადრიდული მზადებისას მიიღო. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეროვნული ნაკრების ესპანეთისკენ გეზს ხვალ აიღებს.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” ერთა თასის მორიგ გათამაშებაში პირველი მატჩი უკრაინაში უწევდათ, თუმცა, შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. ამდენად, გუნდს დაგეგმილზე ხანგრძლივი შეკრება გამოუვიდა.
ზელანდიურ-ქართული სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მოსამზადებელ ეტაპზე მყოფ მორაგბეთაგან, ამჯერად, განაცხადში ვერ მოხვდნენ ბექა მეკოკიშვილი (“არმია“, ჰუკერი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონ ოვერნი“, საფრანგეთი, მესამე ხაზი), ბიძინა სამხარაძე (“არმია“, №9), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონ ოვერნი“, საფრანგეთი, შუამარბი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“არმია“, გარემარბი), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია“, გარემარბი) და ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, ფულბეკი).
რაც შეეხება ფრანგული “მონპელიეს” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გორგოძეს, მას შეთანხემისამებრ მხოლოდ უკრაინასთან მატჩში უნდა ეთამაშა, აღნიშნული შეხვედრის გადადების შემდეგ კი, საფრანგეთს მიაშურა. ცხადია, “გორგოძილა” ნაკრებთან ერთად იქნება, ტურნირის უმთავრეს შეხვედრებში, როდესაც “ბორჯღალოსნები” პორტუგალიას (25 თებერვალი), რუმინეთსა (10 მარტი) და რუსეთს (17 მარტი) ეთამაშებიან.

 

“ბორჯღალოსნები” საესპანეთოდ
სასტარტო

1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე“, საფრანგეთი, ბურჯი)
2. შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები“, ჰუკერი)
3. ბექა შეყლაშვილი (“აჟენი“, საფრანგეთი, ბურჯი)
4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი“, საფრანგეთი, მეორე ხაზი)
5. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, მეორე ხაზი)
6. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟიუნიენი“, საფრანგეთი, მესამე ხაზი)
7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი“, მესამე ხაზი)
8. დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დ’აჟენი”, საფრანგეთი, №8)

9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი“, საფრანგეთი, №9)
10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟიუნიენი“, საფრანგეთი, №10)

11. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი“, საფრანგეთი, გარემარბი)
12. მერაბ შარიქაძე (“გლოსთერი”, ინგლისი, შუამარბი)
13. დავით კაჭარავა (“ნიცა“, საფრანგეთი, შუამარბი)
14. გიორგი შკინინი (“არმია“, გარემარბი)
15. რევაზ გიგაური (“ბულონი“, საფრანგეთი, შუამარბი)

 

მარქაფა
16. კარლენ ასიეშვილი (“ორტეზი“, საფრანგეთი, ბურჯი)
17. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, ბურჯი)
18. გიორგი ნემსაძე (“ვალანს დ’აჟენი“, საფრანგეთი, მეორე ხაზი)  
19. გიორგი კალმახელიძე (“არმია“, მესამე ხაზი)
20. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები“, №9)
21. ბექა წიკლაური (“არკად გდინია“, პოლონეთი, ფულბეკი)
22. ალექსანდრე თოდუა (“ლელო“, გარემარბი)

 

სათადარიგოები
23. ლაშა მალაღურაძე (“ვალანს დ’აჟენი“, საფრანგეთი, №10)
24. ბექა ბიწაძე (“ბრივი“, საფრანგეთი, მესამე ხაზი)

 

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი – პორტუგალია 15:7 (5:7)

 

1. რუმინეთი       1 1 0 0 15:7 4
2. საქართველო   0 0 0 0 0:0 0
3. რუსეთი          0 0 0 0 0:0 0
4. ესპანეთი        0 0 0 0 0:0 0
5. უკრაინა          0 0 0 0 0:0 0
6. პორტუგალია  1 0 0 1 7:15 0

 

11 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
პორტუგალია – რუსეთი
რუმინეთი – უკრაინა

 

25 თებერვალი
საქართველო
– პორტუგალია
რუსეთი – რუმინეთი
უკრაინა – ესპანეთი

 

10 მარტი
რუმინეთი – საქართველო
პორტუგალია – ესპანეთი
რუსეთი – უკრაინა

 

17 მარტი
საქართველო
– რუსეთი
ესპანეთი – რუმინეთი
 
 

24 მარტი
უკრაინა – პორტუგალია

 

19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი

 

9 ივნისი
უკრაინა – საქართველო

 

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო   5 5 0 0 168:35 22
2. რუმინეთი      6 4 0 2 181:76 20
3. პორტუგალია 6 3 0 3 120:113 14
4. რუსეთი          5 2 0 3 100:98 11
5. ესპანეთი        5 2 0 3 92:175 10
6. უკრაინა          5 0 0 5 61:225 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113355