ამბები

13:03 | 11.02.2012 | ნანახია 5637 - ჯერ

ცვლილებები ჰეიგის რაზმში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, სავარაუდოდ, მიკროტრავმების გამო, შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები განახორციელა.

თბილისის “არმიას” უკანახაზელი, გარემარბი გიორგი შკინინი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, სათადარიგოებში გადაიყვანეს, “ძირითადში” კი “ლელოს” გარემარბი ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა. სათადარიგოთა შორის, პოლონური "არკას” უკანახაზელ ბექა წიკლაურის ნაცვლად, ფრანგული “ვალანს დ’აჟენის” მგეზავი და შუამარბი ლაშა მალაღურაძე გამოჩნდა.
ზელანდიელი ჰეიგის სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” იგეგმება. რეფერი ირლანდიელი დევიდ უილქინსონი იქნება, რომელსაც კიდეებიდან მაიკლ ბლექი და შონ გალაჰერი დაეხმარებიან.
 
რაგბი. ევროპის ერთა თასი
11 თებერვალი. მადრიდი. “უნივერსიტეტი”. 
ესპანეთი - საქართველო (19:00 თბილისის დროით)
ესპანეთი: 15. მატიო პელიუშონი, 14. რაიან ლერუ, 13. სესარ სემპერე, 12. პიერ გარსია, 11. სებასტიან ასკარა, 10. ჩარლი მელი, 9. სებასტიან რუე; 1. ენტონი პრადალი, 2. ბენატ აუსკი, 3. ხესუს მორენო, 4. ხესუს რეკვერდა, 5. ტომ პარკერი, 6. გოტიე ჟიბუენი, 7. გლენ როლსი, 8. მატიო ვიზენსანგი;
სათადარიგოები: 16. ჯონათან ფიპსი, 17. ჯო ჰაჩინსონი, 18. ქრეგ ლაიონსი, 19. მატიო როკა, 20. ადრიან აიესტარანი, 21. კარლოს ბლანკო, 22. სერჟიო ობანელი
მწვრთნელი: რეჟი სონი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. რევაზ გიგაური ("ბულონი", საფრანგეთი, 34 კეპი, 10 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("სენტ-ეტიენი", საფრანგეთი, 50, 85), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 47, 55), 12. მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი", ინგლისი, 0, 0), 11. ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 28, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟიუნიენი", საფრანგეთი, 56, 286 (5 ლელო), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 76, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი, 0, 0), 2. შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები", 2, 0), 3. ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 4, 0), 4. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 46, 10), 5. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 3, 0), 6. გიორგი ჩხაიძე ("სენ-ჟიუნიენი", საფრანგეთი, 52, 30), 7. გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", 5, 0), 8 დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დ’აჟენი", საფრანგეთი, 19, 10).
სათადარიგოები: 16. კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი, 4, 0), 17. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 0, 0), 18. გიორგი ნემსაძე ("ვალანს დ’აჟენი", საფრანგეთი, 23, 25), 19. გიორგი კალმახელიძე ("არმია", 0, 0), 20. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", 1, 0), 21. ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დ’აჟენი", საფრანგეთი, 32, 100 (3 ლელო), 22. გიორგი შკინინი ("არმია", 32, 25).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: ბექა წიკლაური ("არკა", პოლონეთი, 1, 5), ბექა ბიწაძე ("ბრივი", საფრანგეთი, 0, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 
1. რუმინეთი       1 1 0 0 15:7 4
2. საქართველო    0 0 0 0 0:0 0
3. რუსეთი            0 0 0 0 0:0 0
4. ესპანეთი          0 0 0 0 0:0 0
5. უკრაინა            0 0 0 0 0:0 0
6. პორტუგალია   1 0 0 1 7:15 0
 
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო
პორტუგალია - რუსეთი
რუმინეთი - უკრაინა
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
 
 
1. საქართველო   5 5 0 0 168:35 22
2. რუმინეთი       6 4 0 2 181:76 20
3. პორტუგალია  6 3 0 3 120:113 14
4. რუსეთი           5 2 0 3 100:98 11
5. ესპანეთი         5 2 0 3 92:175 10
6. უკრაინა           5 0 0 5 61:225 0
 
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089818