ამბები

19:57 | 11.02.2012 | ნანახია 3108 - ჯერ

დებიუტის დასაწყისი არ გვივარგა...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით მიმდინარე სადებიუტო მატჩის პირველი ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარა. “ბორჯღალოსნებმა” უამრავი შეცდომა დაუშვეს დაცვაში, ორჯერ წააგეს საკუთარი დერეფანი და ორჯერ დაისაჯნენ სინბინით. შედეგად, შესვენებაზე 10-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 8:18. პირველ შეცდომას და ხაზის გაჭრას, თოდუას სინბინი და მეტოქის ზუსტი ჯარიმა მოყვა. განახლდა თუ არა თამაში, ესპანელებმა მეორედ გაჭრეს დაულაგებელი დაცვა და ამჯერად ლელო გაიტანეს - 8:0.

ამის მერე საქართველოს ნაკრები გონს მოეგო და ჯერ მერაბ კვირიკაშვილის ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მე-15 წუთზე, აბუსერიძის ფეხით ჩაკიდებულ ბურთს ბასილაია დაეუფლა და ესპანეთს ლელოთი უპასუხა. სამწუხაროდ, რეალიზაცია არაზუსტი იყო, სულ მალე კი, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ იოლად გაჭრეს ხაზი და ლელო მიითვალეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 35-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმა უკვე ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ორ წუთში ჩხაიძე დაჯარიმდა უხეში ბოჭვისთვის, სინბინით დაისაჯა და ესპანეთმაც ჯარიმა გამოიყენა - 18:8.
მეორე ნახევარს საქართველოს ნაკრები კაცნაკლული იწყებს. დაახლოებით ხუთ წუთში შემადგენლობა შეივსება და იმედია, თამაშში გარდატეხაც მოხდება...
 
რაგბი. ევროპის ერთა თასი
11 თებერვალი. მადრიდი. “უნივერსიტეტი”. 
ესპანეთი - საქართველო (19:00 თბილისის დროით)
ესპანეთი: 15. მატიო პელიუშონი, 14. რაიან ლერუ, 13. სესარ სემპერე, 12. პიერ გარსია, 11. სებასტიან ასკარა, 10. ჩარლი მელი, 9. სებასტიან რუე; 1. ენტონი პრადალი, 2. ბენატ აუსკი, 3. ხესუს მორენო, 4. ხესუს რეკვერდა, 5. ტომ პარკერი, 6. გოტიე ჟიბუენი, 7. გლენ როლსი, 8. მატიო ვიზენსანგი;
სათადარიგოები: 16. ჯონათან ფიპსი, 17. ჯო ჰაჩინსონი, 18. ქრეგ ლაიონსი, 19. მატიო როკა, 20. ადრიან აიესტარანი, 21. კარლოს ბლანკო, 22. სერჟიო ობანელი
მწვრთნელი: რეჟი სონი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. რევაზ გიგაური ("ბულონი", საფრანგეთი, 34 კეპი, 10 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 50, 85), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 47, 55), 12. მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი", ინგლისი, 0, 0), 11. ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 28, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 56, 286 (5 ლელო), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 76, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი, 0, 0), 2. შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები", თბილისი, 2, 0), 3. ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 4, 0), 4. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 46, 10), 5. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 3, 0), 6. გიორგი ჩხაიძე ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 52, 30), 7. გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი, 5, 0), 8 დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 19, 10).
სათადარიგოები: 16. კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი, 4, 0), 17. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 0, 0), 18. გიორგი ნემსაძე ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 23, 25), 19. გიორგი კალმახელიძე ("არმია", თბილისი, 0, 0), 20. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", თბილისი, 1, 0), 21. ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 32, 100 (3 ლელო), 22. გიორგი შკინინი ("არმია", თბილისი, 32, 25).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084421