ამბები

13:38 | 13.02.2012 | ნანახია 1780 - ჯერ

“ოლ ბლექსი” სამოამ შეაჩერა

7-კაცა რაგბიში ზედიზედ ორი, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზრლანდიის ეტაპების მომგები “ოლ ბლექსი”, მსოფლიო სერიის V ეტაპის ფინალში სამოამ დაამარცხა და საერთო ჩათვლაში მნიშვნელოვნად დაწინაურების შანსი არ მისცა.
სამოელებისთვის ეს წლევანდელ სერიაში პირველი მოგებული ეტაპია. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდია და სამოია ერთ ჯგუფში იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ზელანდიელებს დარჩათ. თავიდან სამოა დაწინაურდა, “ოლ ბლექსმა” წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო-გარდასახვა გაიტანა და 12:5 იმარჯვა. ფინალი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო უკვე ამოწურული იყო, ტაბლოზე 19:19 ენთო, ყველა დამატებითი დროის დაწყებას ელოდებოდა, მაგრამ სამოელებმა იერიში არ შეწყვიტეს და მე-3 წამატებულ წუთზე ალაფოტი ფაოსილივამ გადამწყვეტი ლელო გაიტანა, მერე კი, რეალიზაციით საბოლოო ანგარიში 26:19 დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ ფინალში მანამდეც სამოა ლიდერობდა, მაგრამ დასკვნით 2 წუთში ორი ლელო-გარდასახვა გაუშვა და სიტუაციაც ამან დაძაბა.
მიუხედავად მარცხისა, ახალი ზელანდია საერთო ჩათვლას 92 ქულით ლიდერობს და 5 ქულით უსწრებს ფიჯის, რომელმაც ლას ვეგასში მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა. მას მისდევს ის სამხრეთ აფრიკა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის დაამარცხა, შემდეგი კი, ინგლისია. ევროპელებმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბროლონ. ჯგუფური ეტაპის, დასკვნით მატჩში ინგლისელები კენიას დაუზავდნენ, რის გამოც ზელანდიას ადრეულ ეტაპზე, მეოთხედფინალში გადაეყარა და 7:12 დამარცხდნენ, მერე არგენტინას 19:21 დანებდნენ და საბოლოოდ მხოლოდ VII-VIII ადგილებს დასჯერდნენ. ლას ვეგასის 7-კაცას გამარჯვებული სამოა მე-5 ადგილზეა და სერიის გამარჯვებულსაც, სწორედ ეს ხუთეული გაითამაშებს.
აშშ-ის ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ახალზელანდიელი ტომასი კამა გახდა, რომელმაც 44 ქულა მოაგროვა და სამით აჯობა ფიჯელ მეტუისელა ტალებულას. საუკეთესო მელელოვის ტიტული არავის დაუთმო სამხრეთაფრიკელმა სესილ აფრიკამ. მის ანგარიშზე 7 ლელოა, 6-6 ლელო კი, ერთბაშად ხუთმა მორაგბემ გაიტანა. კამა სერიის ბომბარდირთა დავის ლიდერიცაა - 215 ქულა, ხოლო საუკეთესო მელელოვე ხუთი ეტაპის შემდეგ ზელანდიელი ფრენკ ჰალაია, ვის ანგარიშზეც 27 ლელოა. სერიის მომდევნო ეტაპს ჰონკონგი უმასპინძლებს.

2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
V ეტაპი (IX ეტაპად). აშშ. ლას ვეგასი. 10-12 თებერვალი
A ჯგუფი

ახალი ზელანდია - ავსტრალია 31:5
სამოა - იაპონია 33:0
ახალი ზელანდია - იაპონია 42:5
სამოა - ავსტრალია 19:15
ავსტრალია - იაპონია 10:7
ახალი ზელანდია - სამოა 12:5
 

1 ახალი ზელანდია 3 3 0 0 85-15 9
2 სამოა 3 2 0 1 57-27 7
3 ავსტრალია 3 1 0 2 30-57 5
4 იაპონია 3 0 0 3 12-85 3


 
B ჯგუფი

ფიჯი - არგენტინა 14:12
კანადა - აშშ 19:12
ფიჯი - აშშ 33:19
კანადა - არგენტინა 12:19
ფიჯი - კანადა 19:10
არგენტინა - აშშ 14:12
 

1 ფიჯი 3 3 0 0 66-41 9
2  არგენტინა 3 2 0 1 45-38 7
3 კანადა 3 1 0 2 41-50 5
4 აშშ 3 0 0 3 43-66 3


C  ჯგუფი
საფრანგეთი - უელსი 12:14
სამხრეთ აფრიკა - ურუგვაი 35:0
საფრანგეთი - ურუგვაი 21:19
სამხრეთ აფრიკა - უელსი 29:12
უელსი - ურუგვაი 28:7
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 5:33
 

1 სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 97-17 9
2 უელსი 3 2 0 1 54-48 7
3 საფრანგეთი 3 1 0 2 38-66 5
4 ურუგვაი 3 0 0 3 26-84 3



D ჯგუფი
კენია - შოტლანდია 17:14
ინგლისი - ბრაზილია 29:5
კენია - ბრაზილია 38:0
ინგლისი - შოტლანდია 12:7
შოტლანდია - ბრაზილია 33:5
კენია - ინგლისი 7:7
 

1 კენია 3 2 1 0 62-21 8
2 ინგლისი 3 2 1 0 48-19 8
3 შოტლანდია 3 1 0 2 54-34 5
4 ბრაზილია 3 0 0 3 10-100 3



მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
ავსტრალია - ბრაზილია 50:0
საფრანგეთი - აშშ 5:21
შოტლანდია - იაპონია 14:15
კანადა - ურუგვაი 29:0
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - ინგლისი 12:7
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 24:5
კენია - სამოა 14:19
ფიჯი - უელსი 12:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
ბრაზილია - საფრანგეთი 7:33
შოტლანდია - ურუგვაი 40:12
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
ავსტრალია - აშშ 19:14
იაპონია - კანადა 5:21
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ინგლისი - არგენტინა 19:21
კენია - უელსი 22:14
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 20:7
სამოა - ფიჯი 14:12
XIII ადგილისთვის
საფრანგეთი - შოტლანდია 22:7
IX ადგილისთვის
ავსტრალია - კანადა 17:19
V ადგილისთვის
არგენტინა - კენია 7:21
III ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 15:21
ფინალი
ახალი ზელანდია - სამოა 19:26

საერთო ცხრილი ხუთი ეტაპის შემდეგ 


1.    ახალი ზელანდია - 92
2.    ფიჯი - 87
3.    სამხრეთ აფრიკა - 76
4.    ინგლისი - 74
5.    სამოა - 69
6.    ავსტრალია - 52
7.    საფრანგეთი - 52
8.    უელსი - 51
9.    არგენტინა - 45
10.    კანადა - 30
11.    შოტლანდია - 28
12.    კენია - 26
13.    აშშ - 23
14.    ტონგა - 17
15.    იაპონია - 8
16.    პორტუგალია - 6
17.    ზიმბაბვე - 4
18.    პაპუა ახალი გვინეა - 3
19.    კუკის კუნძულები - 2
20.    მაროკო - 1
21.    ნიუე - 1
22.    ა.გ.ს. - 1
23.    ბრაზილია - 1
24.    ურუგვაი - 1

 


ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.289082