გულშემატკივრის გვერდი

18:35 | 2.03.2016 | ნანახია 1866 - ჯერ

ამბავი ქართული შერკინებისა

ქვემოთ მოყვანილი სტატია არანაირად არ ემსახურება ვინმეს ღვაწლის დაკნინებას და მითუმეტეს მის შეურაწყოფას, უბრალოდ მოყვანილია რეალური ფაქტები ნაჩვენები შედეგისა თუ მოთამაშეების გათვალისწინებით. ჩემი შხედულების დაწერა რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წამოწყებულმა განხილვამ გადამაწყვეტინა.

ბევრისგან გაგვიგონია, რომ ჩვენი შერკინება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რომ ჩვენი ბიჭები ყველას “ღუნავენ” და “სახეს აძრობენ” შერკინებაში (უკაცრავად ჟარგონებისთვი), მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთან რკენის შემდეგ აღინიშნა, რომ ჩვენმა შერკინებამ კუდით ქვა ასროლინა “ოლ ბლექს”-ს. მაგრამ მოდი ნუ დავივიწყებთ იმას, რომ ფორვარდი მოედანზე მარტო დანიშნული შერკინებისთვის არ არის, მას გაცილებით მეტი მოვალეობა აქვს. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, იმ შეხვედრაში ჩვენი ფორვარდები მხოლოდ დანიშნულ შერკინების დროს გამოიყურებოდნენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად. ღია თამაშში, დერეფნებში და მოლში აშკარად ჩამოვრჩით, არაფერი რომ არ ვთქვათ რაქებზე, სადაც მოწინააღმდეგის ფორვარდება სისხლი გაგვიშრეს. საერთოდაც, ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოზე მოლის გამოყენება მხოლოდ ნამიბიასთან შევძელით, სხვა შეხვედრებში კი, ძალზე გაგვიჭირდა ამ კომპონენტის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება. ხოლო დანიშნული შერკინებიდან მხოლო 38% შემთხვევაში შევძელით ბურთის სუფთად გამოტანა.

ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემადგენლობას თუ გადავხედავთ და გვარების ნაცვლად მათი კლუბების საასპარეზო ჩემპიონატებს ჩამოვწერთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 1. ტოპ-14, 2. გინეს პრო 12, 3. ტოპ-14, 4. ფედერალ-1, 5. პრო დ2, 6. ფედერალ-1, 7. დიდი-10, 8. პრო დ2. ოპტიმალური შეიძლება ეწოდოს მხოლოდ პირველ ხაზს, ხოლო უფრო თუ ჩავურღმავდებით ოპტიმალური შემადგენლობის მხოლოდ სამი მოთამაშე გავიდა მოედანზე (1, 5, 7).

ამ შემადგენლობას ოპტიმალურამდე აკლია შემდეგი მოთამაშეები: კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე (ვურსტერ ვორიორზ, ავივა), ბურჯი ლევან ჩილაჩავა (ტულონ, ტოპ-14), მეორე ხაზი კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონ, ტოპ-14), მესამე ხაზი ვიქტორ კოლელიშვილი (ტოპ-14) და მამუკა გორგოძე (ტოპ-14). შთამბეჭდავი ჩამონთვალია, ეს შემადგენლობა ნამდილად მიაწვება ნებისმიერი გუნდს დანიშნული შერკინების დროს, მაგრამ ისევ და ისევ, ფორვარდების მოვალეობა მოედანზე არ არის მარტო ვინმეს მიწოლა შერკინებაში, მათ ამის გარდა აქვთ ერთი ძალიან დიდი ფუნქცია: ისინი აგებენ პასუხს ბურთის მოპოვებაზე და მის დაცვაზე რაქებში, რაც ერთა თასზეც რამოდენიმე შემთხვევაში საკმაოდ გაგვიჭირდა.

დავით ზირაქაშვილის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, დაგვრჩა მხოლოდ ერთი ტოპ დონის მოთამაშე: მამუკა გორგოძე. სხვა მოთამაშეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მოუხედავათ, მათი მოაზრება ტოპ დონის მოთამაშეებად ნაადრევია მათი ასაკის გამო, ზოგი ჯერ ახალგაზრდაა, ხოლო ზოგი ასაკშია და ზრდის პერსპექტივა ნაკლებად აქვთ.

მიუხედავად ბურჯებს შორის დიდი კონკურენციისა, მათი საფრანგეთში სიმრავლის გამო, მაინც ორი გამოკვეთილი პირველი ნომერია თავის პოზიციაზე: მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებიც ჯერ ახლა იმკვიდრებენ ადგილს უმაღლეს დონეზე და დასამტკიცებელიც ბევრი აქვთ, რომელთა უმტკივნეულოდ შეცვლა, თუნდაც მეორე რანგის გუნდებთან, ამ ეტაპზე საკმაოდ პრობლემატური იქნება.

კვაჭის პოზიციაზე მართალია მაღალი დონის კლუბებში ირიცხებიან ჯაბა ბრეგვაძე და შალვა მამუკაშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი სათამაშო დროის მოპოვებას ვერ ახერხებენ.

პრობლემურია მეორე ხაზის საკითხიც, პერსპექტივაში ჯერჯერობით მხოლოდ კონსტანტინე მიქაუტაძის ზრდის იმედზე ვართ, რომელიც წელს კარგ სათამაშო დროს იღებს „ტულონ“-ში და უფრო მეტი დროის მიღების იმედით, ზაფხულში კლუბს გამოიცვლის, მაგრამ მეორე ხაზში 2 მოთამაშა საჭირო. დიდი პატივისცემის მუხედავად გიორგი ნემსაძეს, ლევან დათუნაშვილს და გიორგი ჩხაიძეს ტოპ დონის მოთამაშეებად გახდომის შანსი არა აქვთ.

გაზრდილია კონკურენცია მესამე ხაზში, სადაც გამოცდილ მოთამაშეებს კონკურენტებად მზარდი ახალგაზრდები ყავთ, პირველ რიგში ლაშა ლომიძის და ბექა გორგაძის სახით, მაგრამ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ჯერ არც კლასი აქვთ და არც გამოცდილება.

შარშან ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი „ალაფის“ შემდეგ, საკმაოდ კარგი ტენდენცია წამოვიდა, თუ აქამდე მხოლოდ ბურჯები მიდიოდნენ ტოპ-გუნდების ესპუარებში სათამაშოდ, ეხლა მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეებიც წავიდნენ, რაც ტოვებს იმის იმედს, რომ მომავალში ბურჯების გარდა სხვა პოზიციის მოთამაშეებიც ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის მორაგბეებად.

ხოლო ჩვენი შერკინების უძლეველობას რაც შეეხება, ის ნამდვილად საუკეთესოა ერთა თასისთვის, ანგარიშ გასაწევი მეორე დონის ქვეყნებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პირველი დონის ქვეყნებამდე ჯერ კიდევ შორია.

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:38 | 06.03.2016
geogoli (367)

მე ვიტყოდი რომ ნარიაშვილი უკვე ტოპ კლასის მოთამაშეა. ჩილაჩავა წელს ბევრჯერ მოხვდა ტულონის ძირითადში და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ასეიშვილიც ძალიან გაუშინაურდა ძირითადს. კვაჭებში უფრო გვიჭირს, ჯაბას არ ყოფნაში მხოლოდ მამუკაშვილია გამოცდილი და კლასიანი (თუმცა ტოპ კლასი ვერ არიან ვერც ერთი). ჟვანიას ჰუკერობის მე არ მჯერა, ალბათ ჯობია თავის პოზიციაზე ითამაშოს. იმედია ბადრი მაგარი ბიჭი გაიზრდება და ამ პოზიციაზეც გადაიჭრება ყველა პრობლემა. მეორე ხაზზე გეთანხმები, მაგრამ მე მაინც მაგრად მიყვარს ნემსაძე-დათუნაშვილი და რა თქმა უნდა ბინგო. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ შერკინებაში საწუწუნო არაფერი გვაქვს, პირიქით ამ კომპონენტში ძალიან ბევრ გუნდს დავჩაგრავთ.

14:17 | 04.03.2016
kapo (2)

მართლაც ზედმეტად კრიტიკული ხარ მეგობარო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ოლბლექსმა თვითონ თქვა საქართველოსთან რკენის შემდეგ დავინახეთ რაშიც გვინდა ყურადგების გამახვილებაო , მე ასე ვიტყოდი ნებისმიერი დაგვიდგეს შერკინებაში ფუულ შემაგდენლობაზე.

22:59 | 02.03.2016
BEERTRANCE (1073)

გვეყოლება ცოტა ხანში შერკინება რომელიც სტატიის ავტორს უნდა

1.708227