ამბები

22:35 | 17.02.2012 | ნანახია 5877 - ჯერ

ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მილტონ ჰეიგმა, 2012 წლის ევროპის ერთა თასზე, პორტუგალიის ნაკრებთან 25 თებერვალს გასამართი მატჩისათვის, 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 

შეგახსენებთ, “ბორჯღალოსნებმა” წლეულს ერთი თამაში უკვე ჩაატარეს და მადრიდში, ესპანეთთან 18:25 დამარცხდნენ. 
თავის მხრივ, პორტუგალიელებმა 2 შეხვედრის ჩატარება მოასწრეს და ორჯერვე დამარცხდნენ. ჯერ, ბუქარესტში, რუმინეთთან 7:15 დაეცნენ, მერე კი, ლისაბონში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 32:33 წააგეს. ამ მატჩში პორტუგალიელებმა 2 პრემიალური ქულა აიღეს - 4 ლელო გაიტანეს. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება, სადაც მხოლოდ 2 ათასი გულშემატკივარი ეტევა. 
საქართველოს ნაკრები: ვასილ კაკოვინი, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია, მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე, დიმიტრი ბასილაია, ვიქტორ კოლელიშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე, გიორგი ბეგაძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა მალაღურაძე, ბექა წიკლაური, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ყიასაშვილი, ალექსანდრე თოდუა, გიორგი შკინინი, გივი ბერიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე.  
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
 
1. რუსეთი           1 1 0 0 33-32 4
2. რუმინეთი       1 1 0 0 15-7 4
3. ესპანეთი         1 1 0 0 25-18 4
4. პორტუგალია  2 0 0 2 39-48 2
5. საქართველო   1 0 0 1 18-25 1
6. უკრაინა           0 0 0 0 0-0 0
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
 
1. საქართველო      6 5 0 1 186:60 23
2. რუმინეთი          6 4 0 2 181:76 20
3. პორტუგალია     7 3 0 4 152:146 16
4. რუსეთი             6 3 0 3 133:130 15
5. ესპანეთი           6 3 0 3 117:193 14
6. უკრაინა             5 0 0 5 61:225 0
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08213