ამბები

21:48 | 19.02.2012 | ნანახია 1812 - ჯერ

პირველლიგელებმა გარდამავალი ტურნირი დაიწყეს

შაბათ-კვირას დაიწყო საქართველოს მორაგბეთა გარდამავალი ტურნირი, რომელშიც, საწყის ეტაპზე, პირველი და მეორე ლიგის გუნდები, ასევე ახლადდაარსებული გუნდები ჩაერთვნენ.
შეგახსნებეთ, რომ სექტემბრიდან, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადადის, რის გამოც, ამ გაზაფხულზე მხოლოდ გარდამავალი ტურნირი ტარდება, რათა კლუბები უსაქმოდ არ იყვნენ, ფორმა შეინარჩუნონ და ისიც გაარკვიონ, ვინ ითამაშებს უმაღლეს და ვინ პირველ ლიგაში. შეცვლილია ქულათა დარიცხვის სიტემაც და ის ფრანგულ მოდელზეა მორგებული: მოგებული 4 ქულას იღებს, ფრეზე 2 ქულაა, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი კი, ერთი პრემიალური ქულით ფასდება.
საწყის ეტაპზე გუნდები რეგიონალური პრინციპით დაიყვნენ და რადგან აღმოსავლეთ დივიზიონში ათმა გუნდმა მოიყარა თავი, მათთვის შესარჩევი ეტაპის გამართვა გახდა საჭირო. 5 წყვილის გამარჯვებულმა, უნდა შექმნას ხუთგუნდა ჯგუფი, რომლებიც ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებულს, ანუ უმაღლესლიგელებთან ერთად თასისთვის მებრძოლ გუნდს ასე გამოავლენენ.
შესარჩევ ეტაპზე, თბილისის “ხულიგანამ” იოლად სძლია “ივერიას” (35:5), კიდევ უფრო მარტივად იმარჯვა “თიბისიმ” გარდაბნის “მგლებთან” (59:0), სტუმრის რანგში მობურთალმა პატარძეულის “ვეფხვებმა” “ტორნადო” 32:3 დასცეს, “დევებმა” კი, “ბარბაროსები” დაძაბულ ბრძოლაში 12:5 დაამარცხა. მე-5 მატჩში ბაკურიანის “დინამო” “სტუ”-ს ეთამაშებოდა და მატჩი მაშინ შეწყდა, როდესაც ბაკურიანელები 15:5-ს იგებდნენ. სადამსჯელო კომისია მომხდარზე იმსჯელებს და განაჩენიც კვირის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
დასავლეთ დივიზიონის ექვსმა გუნდმა, გათამაშება პირდაპირ ჯგუფური ეტაპით დაიწყო. ამ ექვსეულიდან საუკეთესო, მარტის ბოლოდან უმაღლესლიგელებს შეუერთდება და თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ყველა გუნდმა მშრალად იმარჯვა და ყველა გამარჯვებულ გუნდს ხვდა წილად პრემიალური ქულა. ბათუმის “დელფინებმა” ფოთის “კოლხი რაინდები” 24:0, ქუთაისის “ბაგრატმა” სტუმრად სენაკის “ნოქალაქევი” 33:0, ხოლო ოზურგეთის “არწივებმა” საჩხერის “ჯრუჭი” 20:0 დაამარცხეს.
პირველი ლიგის თამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცები, ზელანდიელები - მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი ესწრებოდნენ, რომლებიც “ბორჯღალოსნებისთვის” კანდიდატებს პირველი ლიგის გუნდებშიც ეძებენ.  

აღმოსავლეთ დივიზიონის შესარჩევი პლეი ოფი
18 თებერვალი

ხულიგანა - ივერია 35:5
თიბისი - მგლები 59:0
19 თებერვალი
ტორნადო - პატარძეული 3:32
დევები - ბარბაროსები 12:5
დინამო - სტუ (შეწყდა)

დასავლეთ დივიზიონი
I ტური

18 თებერვალი
დელფინები - კოლხი რაინდები 24:0
19 თებერვალი
ნოქალაქევი - ბაგრატი 0:33
არწივები - ჯრუჭი 20:0
 

1 ბაგრატი (ქუთაისი) 1 1 0 0 33-0 5
2 დელფინები (ბათუმი) 1 1 0 0 24-0 5
3  არწივები (ოზურგეთი) 1 1 0 0 20-0 5
4  ჯრუჭი     (საჩხერე) 1 0 0 1 0-20 0
5 კოლხი რაინდები (ფოთი) 1 0 0 1 0-24 0
6  ნოქალაქევი 1 0 0 1 0-33 0



II ტური. 26 თებერვალი
ნოქალაქევი - კოლხი რაინდები
ჯრუჭი - დელფინები
არწივები - ბაგრატი
III ტური. 3-4 მარტი
კოლხი რაინდები - ჯრუჭი
ბაგრატი - დელფინები
ნოქალაქევი - არწივები
IV ტური. 11 მარტი
კოლხი რაინდები - არწივები
ჯრუჭი - ბაგრატი
დელფინები - ნოქალაქევი
V ტური. 18 მარტი
ბაგრატი - კოლხი რაინდები
ჯრუჭი - ნოქალაქევი
არწივები - დელფინები
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080786