რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში გასულ კვირაში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან სანაკრებო შეხვედრები არ გამართულა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები, რომელიც ესპანეთთან მარცხის შემდეგ ერთი საფეხურით დაქვეითდა, 69,32 სარეიტინგო ქულით მე-15 პოზიციას ინარჩუნებს.
ცვლილებები აუცილებლად იქნება ერთი კვირის შემდეგ, რადგან მომავალ შაბათ-კვირას ევროპის ერთა თასისა და ექვსი ერის შეხვედრებია დაგეგმილი. იმედია, “ბორჯღალოსნები” მომავალ ორშაბათსაც იმავე პოზიციაზე დარჩებიან. საქმე ისაა, რომ ქართველთა მომავალი მეტოქე პორტუგალია რეიტინგში ბევრად ჩამოგვრჩება და 57,91 ქულით 24-ე ადგილზეა. ამრიგად, რა სხვაობითაც უნდა იმარჯვოს საქართველოს ნაკრებმა, სარეიტინგო ქულებს არაფერი შეემატება.
გამარჯვების წყურვილი მხოლოდ სარეიტინგო ქულით არაა გამოწვეული, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რა მოხდება ფრის, ან მარცხის შემთხვევაში. ნებისმიერ სიტუაციაში, საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდება. ფრე - 1, 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი - 2, ხოლო დიდი ანგარიშით წაგება 3 სარეიტინგო ქულის ტოლფასი იქნება. რეიტინგის სათავეში კვლავ რჩება მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია, მას ავსტრალია მოსდევს, ევროპელთაგან კი, ყველაზე მაღლა საფრანგეთის ნაკრებია, რომელიც მე-3 ადგილს იკავებს.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 20 თებერვლისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,99
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 82,81
6 (6). უელსი 81,15
7 (7). არგენტინა 80,28
8 (8). ირლანდია 79,25
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). სამოა 75,81
11 (11). შოტლანდია 75,30
12 (12). იტალია 73,53
13 (13). კანადა 72,92
14 (14). იაპონია 70,45
15 (15). საქართველო 69,32
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 64,21
19 (19). ესპანეთი 62,10
20 (20). რუსეთი 61,69
21 (21). ნამიბია 61,24
22 (22). ურუგვაი 60,47
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). პორტუგალია 57,91
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). ჰონკონგი 56,51
27 (27). მაროკო 56,13
28 (28). მოლდოვა 54,94
29 (29). პოლონეთი 54,80
30 (30). ყაზახეთი 53,62
31 (31). კორეა 53,36
32 (32). უკრაინა 53,22
33 (33). ზიმბაბვე 52,40
34 (34). ბრაზილია 51,57
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია