ამბები

18:30 | 2.03.2016 | ნანახია 853 - ჯერ

ფილი იძულებულია დაასრულოს

უელსის ნაკრების ყოფილი ჰავბეკი დუეინ ფილი იძულებულია კარიერა დაასრულოს - მან მხრის მძიმე ტრავმა მიიღო.

34 წლის ფილი ბოლოს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ „ბრისტოლში“ გამოდიოდა და სწორედ ამ კლუბის სამწვრთნელო შტაბში აპირებს მუშაობის დაწყებას.

„ძალიან საწყენია, რომ ფილის ტრავმა ასეთი სერიოზული აღმოჩნდა. იგი შესანიშნავი მორაგბე იყო, ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც მასთან ერთად თამაშის სიამოვნება ჰქონია“ - აცხადებს „ბრისტოლის“ პრეზიდენტი ენდი რობინსონი.

კარიერის განმავლობაში დუეინ ფილმა უელსის ნაკრების შემადგენლობაში 76 მატჩის ჩატარება მოახერხა. იგი იყო ისეთი კლუბების საკვანძო მოთამაშე, როგორებიც „შარქსი“ და „სკარლეტსი“ არიან.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074986