23 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ერთა თასის გათამაშებაში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება, „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. „ბორჯღალოსნები" მილტონ ჰეიგის თავკაცობით მეორე შეხვედრის ჩასატარებლად ემზადებიან. ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ქართველი მორაგბეები პორტუგალიასთან რეაბილიტაციას და გულშემატკივრის გახარებას გეგმავენ.
მართალია, მომავალი თამაშისთვის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არც ახლა ვარჯიშობს, თუმცა ესპანეთთან ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ჰეიგის გუნდი რამდენიმე წამყვანი მოთამაშით გაძლიერდა. 24 თებერვალს, „ბორჯღალოსნები" „ავჭალის" სტადიონზე, სადაც მატჩი შედგება, კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ, 15:00 საათზე კი ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი პრესკონფერენციას გამართავს.
საინტერესოა, რომ ირაკლი აბუსერიძის არყოფნაში „ბორჯღალოსნებს" დავით კაჭარავა უკაპიტნებს. საქართველო - პორტუგალიის დაპირისპირება კი 25 თებერვალს, 14:00 საათზე, „ავჭალის" სარაგბო სტადიონზე დაიწყება.
გუნდის მწვრთნელებმა მილტონ ჰეიგმა და კრის გიბსმა ნაკრებში შემდეგი მორაგბეები გამოიძახეს:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი, 17 თამაში, 0 ქულა), ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 1, 0), რევაზ ბელქანია ("ლა სეინი", საფრანგეთი, 4, 0), მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი, 1, 0), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი, 20, 0), შალვა მამუკაშვილი ("არმია", 3, 0);
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 4, 0), ლევან დათუნაშვილი (47, 10), გიორგი ჩხაიძე ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი, 53, 30);
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 41, 100), დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დ'აჟენი", საფრანგეთი, 20, 15), ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი, 12, 5), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი, 22, 1), გიორგი კალმახელიძე ("არმია", 1, 0), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", 6, 0), ბექა ბიწაძე ("არმია", 0, 0);
#9: გიორგი ბეგაძე ("ბათუმი XV", 1, 0), ბიძინა სამხარაძე ("არმია", 59, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი, 57, 289), ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დ'აჟენი", საფრანგეთი, 32, 100);
შუამარბი: მერაბ შარიქაძე ("ჰართლპული", ინგლისი, 1, 0), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 48, 55);
გარემარბი: ირაკლი მაჩხანელი ("სენტ-ეტიენი", საფრანგეთი, 51, 90), ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 29, 5), გიორგი შკინინი ("არმია", 33, 25), ირაკლი ჩხიკვაძე ("არმია", 26, 25);
#15: ბექა წიკლაური ("გდინია", პოლონეთი, 1, 5), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", 5, 12).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
სამინისტროს პრესსამსახური
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია