2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები 12 მარტს სოჭის ცენტრალურ სტადიონზე რუსეთს ეწვევა. მასპინძლებმა უკვე დაიწყეს ამ შეხვედრისთვის მზადება ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მობილიზება.
„რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ყველაზე პრინციპულია რაგბი ევროპის ჩემპიონატში. ამ თამაშისთვის, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, გუნდის მთავარი მწვრთნელები მუდამ ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობენ“ - წერია რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ მიუხედავად საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი პროგრესისა და გასულ შაბათს „დათვების“ 0:30 მარცხისა რუმინეთში, ასევე აქამდე გამართული ურთიერთშეხვედრების ისტორიისა [19 მატჩში ქართველებმა 17 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ], რუსეთს 23-წლიანი „დანავსული“ სერიის დასრულების და გამარჯვების იმედი აქვთ:
„თავი რომ დავანებოთ სატურნირო მდგომარეობას, ალექსანდრ პერვუხინის შეგირდებისთვის ქართველებთან გამარჯვება უკიდურესად მნიშვნელოვანია. რუსეთის ნაკრების თავკაცი ახლა იწყებს იმ გუნდის შენებას, რომელიც გაისად 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მატჩების სტატისტიკაც ჯერჯერობით ჩვენს მხარეს არაა - მხოლოდ ერთი მოგება 19 შეხვედრაში და ისიც 1993 წლის 24 მაისს. მაგრამ ყველა სერია ადრე თუ გვიან სრულდება. რატომ არ უნდა შეწყვოტონ „დათვებმა“ ის 2016 წლის 12 მარტს სოჭში?“...
რუმინეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს იმედი გუნდის კაპიტანმა ვასილი არტიომოვმაც მისცა - „რუმინეთთან მარცხისგან დასკვნებს გამოვიტანთ და მომდევნო მატჩისთვის საჭირო ცვლილებებს განვახორციელებთ“ - მომდევნო მატჩი კი, სწორედ 12 მარტს, საქართველოსთანაა.
უფრო ენაწყლიანი იყო იური კუშნარიოვი, რომელსაც საქართველოსგან არაერთი მწარე მარცხი უგემია:
„რუმინეთთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით. ვერ შევინარჩუნეთ ბურთი და დავუშვით უამრავი შეცდომა. არასწორმა გადაწყვეტილებებმა მრავალფაზიანი შეტევების ლოგიკურ დასრულებამდე მიყვანის საშუალება არ მოგვცა. დაცვაში იდეალურად არ გვითამაშია, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც შეიძლებოდა თამაშის მოგება. უფრო დიდი პრობლემა, შეტევაში პასიურობა იყო. ახლა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე ვმუშაობთ და საქართველოსთან მატჩში სულ სხვა ხარისხის დაცვით და შეტევით ვითამაშებთ. ბურთი მეტად უნდა ვაკონტროლოთ და სრული 80 წუთის განმავლობაში შევასრულოთ საკუთარი საქმე“.
გუნდის მთავარი მწვრთნელი პერვუხინი კვლავ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და „გადაწვაზე“ საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ გუნდს დაემატება ანდრეი ოსტრიკოვი, რომელკთანაც წინასწარი შეთანხმება შედგა. „დათვებს“ პრობლემა აქვთ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე, რადგან აზამატ ბიტიევმა წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია, ხოლო ალექსეი ვოლკოვი დაშავდა და მათ ნაცვლად მწვრთნელს ახალი ბურჯის მოძებნა მოუწევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტანკები რო გამოიყვანონ მოედანზე ლულებს გავდებთ უკან ღორებს
აჰა, 1 ამბავში არიან და ბოლო აბზაცში წაგების გამართლებაც აქვთ უკვე
რომ არ გამოცხადდნენ 3-0 ჩაეთვლებათ წაგება თუ რაგბში როგორ არის?
30:0