ამბები

19:19 | 26.02.2012 | ნანახია 2221 - ჯერ

ჩემპიონატში გუნდებმა პრემიები ჩამოირიგეს

საქართველოს მორაგბეთა გარდამავალი ტურნირი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. პირველი ლიგის გუნდებმა აღმასოვლეთ დივიზიონში შესარჩევი ეტაპის შემდეგ, პირველი ტურის თამაშები ჩაატარეს, დასავლეთ დივიზიონმა კი, უკვე მეორე ტური მოილია.
წესითა და რიგით, აღმასოვლეთ დივიზიონში ჯგუფურ ეტაპზე 5 გუნდს უნდა ეთამაშა, მაგრამ რადგან პლეი ოფში ერთი თამაში ჩაიშალა, ჯგუფურ ეტაპს სულ ოთხი გუნდი შემორჩა და იქ მხოლოდ სამი ტური ჩატარდება. პირველ ტურში ორივე თამაში მცირე სხვაობით დასრულდა. “დევებმა” “თიბისი” მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 13:12 დასცა, ხოლო “ხულიგანამ” პატარძეულის “ვეფხვებს” 8:5 აჯობა. შედეგად, გამარჯვებულმა გუნდებმა 4-4 ქულა მიიღეს, ხოლო დამარცხებულებმა 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის თითო პრემიალური ქულა მიითვალეს.
დასავლეთ დივიზიონს ქუთაისი და ბათუმის გუნდები ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ. მათ მეორე ტურშიც შეძლეს მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა და ამისთვის პრემიალური ქულები ჩაიწერეს. ეტყობა, დასავლეთ დივიზიონში ერთი საგზურისთვის სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ. ქუთაისის “ბაგრატმა” ოზურგეთში “არწივები” 46:0 გაანადგურა, ხოლო “დელფინებმა” საჩხერეში “ჯრუჭს” 31:0 აჯობეს. სენაკის “ნოქალაქევს” ფოთის “კოლხმა რაინდებმა” ქულა არ ააღებინეს, 10:0 იმარჯვეს და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდნენ.
შეგახსენებთ, რომ თითოეული დივიზიონის გამარჯვებული მარტის ბოლოდან უმაღლესი ლიგის 10 გუნდს დაემატება და მათთან ერთად თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამარჯვებული მაისის მიწურულს გამოვლინდება, ხოლო სექტემბრიდან საქართველოს ჩემპიონატი განახლებული, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გაიმართება.

აღმოსავლეთ დივიზიონი
I ტური. 26 თებერვალი

თიბისი - დევები 12:13
ხულიგანა - ვეფხვები 8:5
 

1  ხულიგანა (თბილისი) 1 1 0 0 8-5 4
2 დევები (თბილისი) 1 1 0 0 13-12 4
3 თიბისი (თბილისი) 1 0 0 1 12-13 1
4 ვეფხვები (პატარძეული) 1 0 0 1 5-8 1



დასავლეთ დივიზიონი
II ტური. 26 თებერვალი

ნოქალაქევი - კოლხი რაინდები 0:10
ჯრუჭი - დელფინები 0:31
არწივები - ბაგრატი 0:46
 

1 ბაგრატი (ქუთაისი) 2 2 0 0 79-0 10
2 დელფინები (ბათუმი) 2 2 0 0 55-0 10
3 არწივები (ოზურგეთი) 2 1 0 1 20-46 5
4 კოლხი რაინდები (ფოთი) 2 1 0 1 10-24 4
5 ნოქალაქევი (სენაკი) 2 0 0 2 0-43 3
6  ჯრუჭი     (საჩხერე) 2 0 0 2 0-51 0



III ტური. 3-4 მარტი
კოლხი რაინდები - ჯრუჭი
ბაგრატი - დელფინები
ნოქალაქევი - არწივები
IV ტური. 11 მარტი
კოლხი რაინდები - არწივები
ჯრუჭი - ბაგრატი
დელფინები - ნოქალაქევი
V ტური. 18 მარტი
ბაგრატი - კოლხი რაინდები
ჯრუჭი - ნოქალაქევი
არწივები - დელფინები
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109395