შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას და არჩილ კობაურის “მასიმ”, რომელიც საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში, “ფედერალ 1”-ში თამაშობს, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
“მამლები” 4 მარტისთვის ემზადებიან, როდესაც პარიზში “სტად ფრანსეზე” ირლანდიის ნაკრებთან წლევანდელი ექვსი ერის გადადებული მატჩი უნდა გამართონ, ხოლო “მასის” “ბობინთან” ელის დაპირისპირება და ორივე გუნდის მწვრთნელმა, ვარჯიშს საკონტროლო თამაშის ჩატარება არჩია. მასელთა მხრიდან ამ შეხვედრაში 26-მა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც.
აბა, ამ შემთხვევაში ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქართველთა კლუბს ერთით მეტი ლელო გაუტანა და 17:14 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია