ამბები

17:45 | 4.03.2012 | ნანახია 1793 - ჯერ

დასავლეთს დაათოვა, პირველები თითქმის გარკვეულია

საქართველოს მორაგბეთა გარადამავალ, საგაზაფხულო ტურნირში, რომელშიც ჯერ მხოლოდ პირველლიგელი გუნდები არიან ჩაბმული, მორიგი ტურის დაგეგმილი 5 თამაშიდან მხოლოდ 3 გაიმართა. დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, ფოთსა და სენაკში გასამართი თამაშები ჩაშალა.
ქართული რაგბისათვის რეგიონებში მოედნების გამოყენება ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. სანამ იქ ხელოვნურსაფარიანი მინდვრები გაკეთდება, მანამ გუნდებს ამინდის იმედად მოუწევთ ყოფნა. ამჯერად, მათ არ გაუმართლათ...
დასავლეთ დივიზიონის III ტურისა და შეიძლება ითქვას, მთელი გათამაშების ინტრიგა ქუთაისის “ბაგრატისა” და ბათუმის “დევების” ჯახში იყო თავმოყრილი და ის ქუთათურთა გამარჯვებით დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში, “ბაგრატმა” უშუალო მეტოქეს 15:7 აჯობა, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა და დიდი ალბათობით, მარტის ბოლოს, უმაღლესლიგელებს სწორედ ის შეუერთდება.
ამასობაში, აღმოსავლეთ დივიზიონის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. აქ ბოლო ტურს ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მაგრამ ლიდერი მაინც გამოკვეთილია - თბილისის “ხულიგანა”, რომელმაც მდევარი “დევები” 41:8 გაანადგურა, ამასთან, მეტოქეზე სამით მეტი ლელო გაიტანა და მონაგარს პრემიალური ქულაც შემატა.
ბოლო ტურში, “ხულიგანა” “თიბისის” ეთამაშება” და დივიზიონის გამარჯვებულიც იქ გაირკვევა. პირველ ტურში “დევებთან” მოულოდნელად დამარცხების შემდეგ, “თიბისიმ” პატარძეულის “ვეფხვები” 43:15 გაანადგურა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, რაც ქულათა დარიცხვის ამ სისტემის ფონზე, დიდი ვერაფერი უპირატესობაა. ამრიგად, 11 მარტს, აღმოსავლეთ დივიზიონის არაოფიციალური ფინალი შედგება.
აღმოსავლეთ დივიზიონი
II ტური. 4 მარტი

დევები - ხულიგანა 8:41
ვეფხვები - თიბისი 15:43

1  ხულიგანა (თბილისი) 2 2 0 0 49-13 9
2  თიბისი (თბილისი) 2 1 0 1 55-28 6
3   დევები (თბილისი) 2 1 0 1 21-53 4
4  ვეფხვები (პატარძეული) 2 0 0 2 20-51 1



III ტური. 11 მარტი
ხულიგანა - თიბისი
დევები - ვეფხვები

დასავლეთ დივიზიონი
III ტური. 4 მარტი

კოლხი რაინდები - ჯრუჭი (გადაიდო)
ბაგრატი - დელფინები 15:7
ნოქალაქევი - არწივები (გადაიდო)

1 ბაგრატი (ქუთაისი) 3 3 0 0 94-7 14
2 დელფინები (ბათუმი) 3 2 0 1 62-15 10
3 არწივები (ოზურგეთი)  2 1 0 1 20-46 5
4  კოლხი რაინდები (ფოთი) 3 2 1 0 10-24 4
5 ნოქალაქევი (სენაკი) 2 0 0 2 0-43 0
6 ჯრუჭი     (საჩხერე) 2 0 0 2 0-51 0



IV ტური. 11 მარტი
კოლხი რაინდები - არწივები
ჯრუჭი - ბაგრატი
დელფინები - ნოქალაქევი
V ტური. 18 მარტი
ბაგრატი - კოლხი რაინდები
ჯრუჭი - ნოქალაქევი
არწივები - დელფინები

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081504