ამბები

19:18 | 4.03.2012 | ნანახია 4753 - ჯერ

რუმინეთი “ბორჯღალოსნებს” 9 ლეგიონერით დახვდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის, რუმინეთის მთავარმა მწვრთნელმა - ჰარი დუმიტრაშმა, იმ მოთამაშეთა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც 10 მარტს, ბუქარესტში, “ბორჯღალოსნებს” დაუხვდებიან.
გამოძახებულთა შორის 9 ლეგიონერია - 8 საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან, ხოლო დანარჩენები ადგილობრივ კლუბებს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი მორაგბე – 7 _ ეროვნულ გუნდში “ბაია მარემ” მიავლინა.
ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც გამარჯვებული პრაქტიკულად ინაღდებს 2012 წლის ერთა თასის ჩემპიონობას.
მომავალი ჯახი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლით იგეგმება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში, ტრადიციულად თამაშდება “ანთიმოზ ივერიელის თასი”, რომელიც ამჟამად ქართველთა საკუთრებაა.
რუმინეთის ეროვნული ნაკრები: ანდრეი ურსაჩე (“ბაია მარე”), მიჰაიტა ლაზარი (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), პეტრუ ტამბა (“დინამო”), ვლად ბადალიჩესკუ (“დინამო”), ფლავიუს დობრე (“დინამო”), პაულიცა იონი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), მიჰაი ადესკალიტე (“დინამო”), მარიუს ტინკუ (“პერპინიანი”, საფრანგეთი), ანდრეი რადოი (“ბაია მარე”), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპირლანი (“ბუქარესტი”), ვალენტინ ურსაჩე (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), ალინ კოსტა (“ბურგონი”, საფრანგეთი), მიჰაი მაკოვეი (“ბაია მარე”), ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), დანიელ კარპო (“ტიმიშოარა”), კოზმინ რატიუ (“დინამო”), ანდრეი გორსიოაია (“კასტელსარაშინი”, საფრანგეთი), ბოგდან პეტრეანუ (“კონსტანტა”), ფლორინ სურუგუ (“ბუქარესტი”), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”), დან დუმბრავა (“სტიაუა”), დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი), კსაბა გალი (“ბაია მარე”), კონსტანტინ გეარა (“კონსტანტა”), კრისტიან დინისი (“ბაია მარე”), კატალინ ნიკოლაე (“დინამო”), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), ადრიან აპოსტოლი (“კონსტანტა”), ჯორჯ კატუნა (“ბაია მარე”), ლულიან დუმიტრაში (“ლურდესი”, საფრანგეთი), ფლორინ ვლაიკუ (“სტიაუა”), იონუტ ნიაკსუ (“ბაია მარე”).
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში

 

ზურა ქსოვრელი  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093915