ამბები

15:07 | 8.03.2012 | ნანახია 3491 - ჯერ

საქართველოს ჩემპიონმა რუსეთისას აჯობა

საქართველოს ჩემპიონმა რაგბიში თბილისის “არმიამ”, რომელიც ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფება, რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის “ენისეი სტმ”-თან ტესტ-მატჩი გამართა და მეტოქე 10:7 დაამარცხა.
სამი დღის წინ, ამ გუნდებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს და ჯერ კიდევ მაშინ, ორივე გუნდის მორაგბეები ისე ირჯებოდნენ, თითქოს რაიმე ტურნირის ფინალური მატჩი იყო და არა უბრალოდ ვარჯიში. ახლა, როდესაც სრულფასოვანი თამაში შედგა, გუნდები კიდევ უფრო მეტი მობილიზებით გავიდნენ მოედანზე და სასიხარულოა, რომ დაძაბულო ჯახი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
გუნდებმა მხოლოდ ლელოს გატანაზე ითამაშეს და თბილისელებმა ერთი ლელო და გარდასახვა მიიღეს, მაგრამ თავად მეტოქეს ორი ლელო გაიუტანეს. თავი მამუკა ნინიძემ და გიორგი კალმახელიძემ გამოიჩინეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე “ენისეიმ” ზედიზედ სამჯერ სძლია საქართველოს უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულ “ბათუმი XV”-ს, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონთან ვერაფერს გახდა.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086645