საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რუმინეთთან 10 მარტს გასამართი გადამწყვეტი მატჩისათვის, ორი კვირის წინ პორტუგალიის მძლეველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.
ზელანდიელმა თავკაცმა უკანა ხაზი უცვლელად დატოვა. ნახევარდაცვაში, 9 ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც დღემდე საქართველოს ნაკრების კვართი ყველაზე მეტჯერ მოურგია. გიორგი ბეგაძე, რომელმაც ორი კვირის წინ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სათადარიგოთა შორისაა. ჰუკერის პოზიციაზე (2 ნომერი) რევაზ ბელქანია ასევე გამოცდილმა იური ნატრიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც “ბრივში” გადასვლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს. მეორე ხაზში ცვლილება იძულების წესით მოხდა. გუნდმა ლევან დათუნაშვილი არ გაათავისუფლა და მის ადგილს გიორგი ნემსაძე დაიკავებს. მთლიანობაში, ყველა ეს ცვლილება გუნდს მხოლოდ გააძლიერებს, თორემ დაკლებით, წესით არაფერი დაგვაკლდება.
ორი კვირის წინ ძირითად შემადგენლობაში მობურთალი ბელქანიას, და ბეგაძის გარდა, სათადარიგოთა შორის არიან მიხეილ ნარიაშვილი, დიმიტრი ბასილაია, გივი ბერიშვილი - ისინი პორტუგალიასთანაც სათადარიგოთა შორის იყვნენ. მათ გარდა მარქაფაში არიან თედო ზიბზიბაძე და ლაშა მალაღურაძე. ზიბზიბაძე ტრავმირებული იყო და ჰეიგის ხელმძღვანელობით ნაკრებში პირველად ითამაშებს. მალაღურაძე ყველა სანაკრებო შეკრებას ესწრებოდა და ესპანეთში სათადარიგოთა შორისაც იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის და თავის გამოჩენის შანსი აქამდე არ მისცემია.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტში გუშინ ჩაფრინდა და პრესკონფერენციაც გამართა. მილტონ ჰეიგის გარდა, მას გუნდის ვიცე-კაპიტანი ირაკლი ნატრიაშვილი დაესწრო, რომელიც წლების განმავლობაში რუმინეთში თამაშობდა და იქაურობას კარგად იცნობს.
“ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუმინეთისთვის. დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი გველის, მაგრამ ბუქარესტში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით და სხვა არაფერზე ვფიქრობთ” - თქვა ზელანდიელმა ჰეიგმა.
“ამ გუნდების დაპირისპირების დროს, იოლი გასეირნება არცერთ გუნდს არასოდეს ჰქონია. რუმინეთი ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგეა და ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ თასი შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, მოგების შანსები თანაბარია” - დაამატა ნატრიაშვილმა.
“საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი შეხვედრაა. პრაქტიკულად აქ უნდა გადაწყდეს ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა. მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის, რევანშის აღება გვწყურია. ვიმედოვნებ, რომ შაბათს კარგი ამინდი იქნება და ეს დაგვეხმარება კარგი თამაშის ჩვენებაში და გამარჯვებაში. წინ ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან საქართველოს ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და ძალიან წინ წავიდა. ტრაგედია არ იქნება, თუ დავმარცხდებით. შედეგს დიდი მნიშვნელიბა არა აქვს. თუ გვინდა, რომ ჩვენც ქართველთა დონეზე გავიზარდოთ, აუცილებელია, რომ მათი დონის გუნდებთან ხშირად ვითამაშოთ” - განაცხადა რუმინეთის ნაკრების კაპიტანმა, “პერპინიანის” მორკინალმა მარიუს ტინკუმ.
ინგლისის “ლონდონ აირიშის” პირველხაზელი პაულიცა იონი იმედოვნებს, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება: “ჩემთვის დიდი პატივია ამ შეხვედრისთვის რუმინეთის ნაკრების ღირსების დაცვა. ვიმედოვნებ, რომ ბიჭებს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები. კარგი იქნება, თუ მიზნის მიღწევას მოვახერხებთ”.
“სტეჟარის” თავკაცი ჰარი დუმიტრაში მიიჩნევს, რომ მისმა შეგირდებმა ორი კვირის წინ რუსეთის 25:0 განადგურება უნდა დაივიწყონ, მოედანზე “ცივი გონებით” გავიდნენ და გამარჯვებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევენ: “საქართველოს ნაკრები ევროპული რაგბის ერთ-ერთი გრანდია. ახლა ის დროა, რუსეთთან გამარჯვება დავიწყოთ და მომავალ ჯახში “ცივი გონებით” გავიდეთ. სოჭში ძალიან კარგად ვითამაშეთ, შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანეთ და ლოგიკური შედეგი მივიღეთ, მაგრამ ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. რუსეთთან ჯახმა დაგვანახა, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია, მაგრამ ეს მომავალი მატჩის მოგების გარანტია სულაც არაა. საქართველოსთან მატჩში უნდა დავანახოთ, რომ ეს ბიჭები ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსნი არიან”.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირებას ინგლისელი რეფერი - დოილი მოემსახურება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით 19:00 საათზე იგეგმება.
2012 წლის ევროპის ერთა თასი. IV რაუნდი
რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”
რუმინეთი - საქართველო (19:00. თბილისის დროით)
რუმინეთი: ანდრეი ურსაჩე (“ბაია მარე”), მიჰაიტა ლაზარი (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), პეტრუ ტამბა (“დინამო”), ვლად ბადალიჩესკუ (“დინამო”), ფლავიუს დობრე (“დინამო”), პაულიცა იონი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), მიჰაი ადესკალიტე (“დინამო”), მარიუს ტინკუ (“პერპინიანი”, საფრანგეთი), ანდრეი რადოი (“ბაია მარე”), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიანი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპირლანი (“ბუქარესტი”), ვალენტინ ურსაჩე (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), ალინ კოსტა (“ბურგონი”, საფრანგეთი), მიჰაი მაკოვეი (“ბაია მარე”), ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), დანიელ კარპო (“ტიმიშოარა”), კოზმინ რატიუ (“დინამო”), ანდრეი გორჩიოაია (“კასტელსარაშინი”, საფრანგეთი), ბოგდან პეტრეანუ (“კონსტანტა”), ფლორინ სურუგუ (“ბუქარესტი”), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”), დან დუმბრავა (“სტიაუა”), დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი), კსაბა გალი (“ბაია მარე”), კონსტანტინ გეარა (“კონსტანტა”), კრისტიან დინისი (“ბაია მარე”), კატალინ ნიკოლაე (“დინამო”), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), ადრიან აპოსტოლი (“კონსტანტა”), ჯორჯ კატუნა (“ბაია მარე”), ლულიან დუმიტრაში (“ლურდესი”, საფრანგეთი), ფლორინ ვლაიკუ (“სტიაუა”), იონუტ ნიაკსუ (“ბაია მარე”).
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში
საქართველო: 15. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 34, 30), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 52, 90), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 49, 55), 12. მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 2, 5), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 30, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 58, 301), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 77, 35); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 18, 0), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 32 კეპი, 20 ქულა), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 21, 5), 4. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 54, 30), 5. გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 24, 25), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 23, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 13, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 42, 100).
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 5, 5), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 2, 0), 18. დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 21, 15), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 7, 0), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 2, 0), 21. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 60, 75), 22. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 32, 100).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
1 | რუმინეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 40-7 | 9 |
2 | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 66-24 | 9 |
3 | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 50-32 | 6 |
4 | რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 33-57 | 4 |
5 | პორტუგალია | 3 | 0 | 0 | 3 | 46-80 | 2 |
6 | უკრაინა | 1 | 0 | 0 | 1 | 6-41 | 0 |
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1 | საქართველო | 7 | 6 | 0 | 1 | 218-67 | 28 |
2 | რუმინეთი | 7 | 5 | 0 | 2 | 206-76 | 25 |
3 | ესპანეთი | 7 | 4 | 0 | 3 | 158-199 | 19 |
4 | პორტუგალია | 8 | 3 | 0 | 5 | 159-178 | 16 |
5 | რუსეთი | 7 | 3 | 0 | 4 | 133-155 | 15 |
6 | უკრაინა | 6 | 0 | 0 | 6 | 67-266 | 0 |
საქართვლო-რუმინეთის ყველა დაპირისპირება:
1998 წელი. დუბლინი. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო - რუმინეთი 23:27
2000 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუმინეთი 20:23
2001 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი
რუმინეთი - საქართველო 20:31
2002 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 23:31
2003 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 6:19
2004 წელი. იაში (რუმინეთი). ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 25:18
2005 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 20:13
2006 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 35:10
2006 წელი. ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი
რუმინეთი - საქართველო 20:8
2007 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 17:20
2008 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 22:7
2009 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 28:23
2010 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 22:10
2011 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 18:11
2011 წელი. პამერსთონი (ახალი ზელანდია). მსოფლიო თასი
საქართველო - რუმინეთი 25:9
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია