ჭაბუკთა "ა"

10:02 | 2.03.2016 | ნანახია 1656 - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგამ სეზონი გახსნა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის 2016 წლის ჩემპიონატი, რომელშიც 1998-99 წლებში დაბადებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა 23-მა გუნდმა უნდა ითამაშოს, გუშინ ხუთი შეხვედრით გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე გუნდები სამ ექვსგუნდა და ერთ ხუთგუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო (ჯამში 8) პირველობისთვის ბრძოლას ორ წრედ გააგრძელებნ, ხოლო დანარჩენი 15 სანუგეშო ტურნირში ჩაებმება.

პირველ ტურში, პირველ ჯგუფში „ყოჩებმა“ „აკადემიას“ 32:3 სძლია, ხოლო „ჯიქმა“ საჩხერის „ჯრუჭი“ 57:0 დაამარცხა. ორივე მოგებულმა პრემიალური ქულა აიღო. რადგან ეს ჯგუფი 5-გუნდიანია, ქუთაისის „აია 1“ ისვენებდა.

მეორე ჯგუფში სამი თამაში გაიმართა. თბილისის „წიქარამ“ ვანის „არგოს“ პრემიალური ქულით, 27:10 მოუგო. დედაქალაქურ დერბიში „ლელომ“ „თიბისის“ 28:5 სძლია, ოღონდ პრემიალური ქულის გარეშე. საინტერესო გამოდგა ქუთაისური დერბი, რომელშიც „ბაგრატმა“ „აია 2“-ს 11:0 აჯობა.

დღეს კიდევ ექვსი თამაშია. მესამე ჯგუფში 15 საათზე თბილისის „არმია“ თელავის „კახელებს“ „ავჭალაზე“ ეთამაშება, პარალელურად, დიღმის „ლოკომოტივის“ ბაზაზე მასპინძლები ხაშურის „ლეგიონს“ დაუხვდებიან, ხოლო თბილისის „ხულიგანასა“ და პატარძეულის „ვეფხვების“ შეხვედრა „შევარდენზე“ 15:30 საათზე იწყება.

მეოთხე ჯგუფში რუსთავში „ხარები“ წყალტუბოს „დინოზავრებს“ მასპინძლობს, კიკეთის „იუნკერ-ჩოხოსნები“ ოზურგეთის „არწივებს“ მიიღებენ, ხოლო ქობულეთის „პონტო“ მეზობელ „ბათუმს“ შეხვდება. სამივე თამაში 16 საათზე იწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 02.03.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია გამოჩნდება ახალი სახეები

0.076904