ამბები

17:08 | 10.03.2012 | ნანახია 5174 - ჯერ

თამაშამდე ორი საათი რჩება

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების დაწყებამდე დაახლოებით ორი საათი რჩება. თბილისის დროით 19 საათზე, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, “ტრიუმფალურ თაღზე” ინგლისელი რეფერი ჯონ პოლ დოილი მისცემს სასტვენს და 2012 წლის ერთა თასის პრაქტიკულად ფინალური მატჩიც დაიწყება.

რუმინელები გამარჯვების შემთხვევაში თასს დაიბევებენ, რადგან მერე ესპანეთის და უკრაინის დამარცხება აღარ უნდა გაუჭირდეთ, ხოლო საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ერთ კვირაში თბილისი რუსი “დათვები” ეყოლება წასაქცევი. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნების” მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს, დღემდე სანაკრებო მატჩებში 301 ქულა აქვს მოგროვებული და მალხაზ ურჯუკაშვილის გადასასწრებად, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (325 ქული), 24 ქულა ჭირდება. 
დღეს ერთა თასის IV რაუნდის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. ქართველთა მომავალმა მეტოქე რუსეთმა, უსუსტეს, პრაქტიკულად ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ უკრაინას უმასპინძლა და დიდი ძალისხმევის ხარჯზე 38:19 იმარჯვა. ზაზა ლეჟავას გაწვრთნილმა უკრაინელებმა, მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, სამი ლელო გაიტანეს და ერთი დააკლდათ პრემიალური ქულის ასაღებად, მაგრამ თავად ხუთი ლელო მიიღეს და “დათვებს” პრემიალური ქულაც მიაღებინეს.
უკრაინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ წარმოშობით ქართველები, 9 ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი და შერკინების შემკვრელი ჯაბა მალაღურაძე, რომელიც ლაშა მალაღურაძის ძმაა. რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი პავლე კვერნაძე. პირველი ლელო უკრაინელებმა გაიტანეს, მაგრამ საპასუხოდ სამი მიიღეს, სამივე რეალიზაცია ზუსტი იყო და რუსეთი 21:5 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 21:12 იყო მასპინძლების სასარგებლოდ. 
რუსებმა მეოთხე, პრემიალური ლელო მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანეს და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, ახლა უკვე ჯარიმა კარში დაარტყეს - 31:12. 71-ე წუთზე მასპინძლებმა მეხუთე ლელო-რეალიზაცია მიითვალეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე თავისი მესამე ლელო სტუმრებმაც მიითვალესდა ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს. როგორც უკვე გითხარით, რუსეთი 17 მარტს თბილისში გვეწვევა, ხოლო უკრაინა 24 მარტს პორტუგალიას უმასპინძლებს, თუმცა, მათ ჯგუფში დარჩენის თეორიული შანსიც აღარ შერჩათ. 
 
2012 წლის ევროპის ერთა თასი. IV რაუნდი
რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”
რუმინეთი - საქართველო (19:00. თბილისის დროით)
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში (“ლურდესი”, საფრანგეთი), 14. მედელინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), 13. ჩობა გალი (“ბაია მარე”), 12. კრისტიან დინიში (“ბაია მარე”), 11. ადრიან აპოსტოლი (“კონსტანტა”), 10. ფლორინ ვლაიკუ (“სტიაუა”), 9. ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”); 1. მიჰაიტა ლაზარი (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), 2. მარიუს ტინკუ (“პერპინიანი”, საფრანგეთი, კაპ.), 3. პაულიცა იონი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), 4. ვალენტინ ურსაჩე (“ექს-ან-პროვანსი”, საფრანგეთი), 5. კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიანი”, საფრანგეთი), 6. მიჰაი მაკოვეი (“ბაია მარე”), 7. ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), 8. დანიელ კარპო (“ტიმიშოარა”).
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი (“ბაია მარე”), 17. ანდრეი ურსაჩე (“ბაია მარე”), 18. ალინ კოსტა (“ბურგონი”, საფრანგეთი), 19. ანდრეი გორჩიოაია (“კასტელსარაშინი”, საფრანგეთი); 20. ფლორინ სურუგუ (“ბუქარესტი”), 21. კონსტანტინ გეარა (“კონსტანტა”), 22. დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი).
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში
საქართველო: 15. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 34, 30), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 52, 90), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 49, 55), 12. მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 2, 5), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 30, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 58, 301), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 77, 35, კაპ.); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 18, 0), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 32 კეპი, 20 ქულა), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 21, 5), 4. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 54, 30), 5. გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 24, 25), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 23, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 13, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 42, 100).
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 5, 5), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 2, 0), 18. დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 21, 15), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 7, 0), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 2, 0), 21. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 60, 75), 22. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 32, 100).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რეფერი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)
ასისტენტები: ენდრიუ სმოლი, პოლ დიქსი (ორივე ინგლისი)
კომისარი: გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
 25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო (19:00)
პორტუგალია - ესპანეთი (19:00)
 
1. რუმინეთი      2 2 0 0 40-7 9
2. ესპანეთი       2 2 0 0 66-24 9
3. რუსეთი         3 2 0 1 71-78 9
4. საქართველო  2 1 0 1 50-32 6
5. პორტუგალია  3 0 0 3 46-80 2
6. უკრაინა          2 0 0 2 25-79 0
 
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო   7 6 0 1 218:67 28
2. რუმინეთი       7 5 0 2 206:76 25
3. რუსეთი           8 4 0 4 171:174 20
4. ესპანეთი         7 4 0 3 158:199 19
5. პორტუგალია   8 3 0 5 159:178 16
6. უკრაინა           7 0 0 7 88:304 0
 
საქართვლო-რუმინეთის ყველა დაპირისპირება:
1998 წელი. დუბლინი. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო - რუმინეთი 23:27
2000 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუმინეთი 20:23
2001 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი
რუმინეთი - საქართველო 20:31
2002 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 23:31
2003 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 6:19
2004 წელი. იაში (რუმინეთი). ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 25:18
2005 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 20:13
2006 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 35:10
2006 წელი. ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი
რუმინეთი - საქართველო 20:8
2007 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 17:20
2008 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 22:7
2009 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 28:23
2010 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 22:10
2011 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 18:11
2011 წელი. პამერსთონი (ახალი ზელანდია). მსოფლიო თასი
საქართველო - რუმინეთი 25:9
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090477