ამბები

19:56 | 10.03.2012 | ნანახია 6027 - ჯერ

პირველი ტაიმი რუმინეთმა მოიგო

საქართველოს ნაკრებმა თამაში არეულად დაიწყო და მელევე ლელო მიიღო, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ამაზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ რუმინელებმა ჯარიმითვე 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინეს. დასკვნით 5 წუთში საქართველოს ნაკრებმა კარგად შეუტია, კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა, მერე კარგ მოლს რუმინელთა დაჯარიმება და სინბინი მოყვა, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მე-14 წუთზე სინბინით ირაკლი მაჩხანელიც დაისაჯა და ქართველმა მორაგბეებმა 10 წუთი კაცნაკლული ითამაშეს. პარალელურ მატჩში, რომელშიც პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ესპანელები პირველი ნახევრის შემდეგ 8:6 იგებენ. ერთა თასის კიდევ ერთ შეხვედრაში რუსეთმა სოჭში უკრაინა 38:19 დაამარცხა.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085056