ამბები

13:16 | 13.03.2012 | ნანახია 2683 - ჯერ

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს!

დაიწყო საქართველო-რუსეთის ევროპის ერთა თასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. ბილეთების ფასია 5 და 10 ლარი. მათი შეძენა შესაძლებელია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის და სტადიონ ”დინამოს“ სალაროებში და საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 9ა).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თამაშის დღეს, 17 მარტს, ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ბილეთები დაუნომრავია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს, 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი და 15:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083563