6 ერი

23:03 | 1.03.2016 | ნანახია 1254 - ჯერ

ტუილაგი ინგლისს უბრუნდება

15-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მანუ ტუილაგის ინგლისის ნაკრებში უხმეს. 24 წლის წარმოშობით სამოელი შუამარბი 12 მარტს უელსელთა წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის 33-კაციან გაფართოებულ რაზმში მოხვდა.

ტუილაგმა ბოლოს ეროვნული ნაკრების მაისურით 2014 წელს ითამაშა. მერე მან მძიმე ტრავმა მიიღო და ამ პერიოდის განმავლობაში რეაბილიტაციას გადიოდა.

„ლესტერ თაიგერსის“ მორაგბე ინგლისის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს, 25 კეპი აქვს მოხვეჭილი და 11 ლელო გაიტანა, ერთხელ კი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების კვართიც მოირგო. მწვრთნელები მის უდისციპლინობას ხშირად უჩივიან, მაგრამ მოედანზე იმდენად ეფექტურია, რომ მასზე უარის თქმა ძალიან ძნელია.

რაც შეეხება მატჩს, ინგლისი და უელსი 6 ერის თასის მოპოვების მთავარი ფავორიტები არიან და სავარაუდოდ, სწორედ „თვიქენჰემზე“ გამართულ შეხვედრაში გაირკვევა ტურნირის გამარჯვებული. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია დიდი ხნის უთამაშებელი ტუილაგი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:50 | 02.03.2016
BEERTRANCE (1073)

თუ ჩადგა ფორმაში მალე

0.075256