ამბები

21:18 | 16.03.2012 | ნანახია 7770 - ჯერ

სამი ცვლილებით რუსეთის წინააღმდეგ

ერთი კვირის წინათ, ბუქარესტში, რუმინელთა 19:13 დამმარცხებელ ძირითად შემადგენლობაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მილტონ ჰეიგმა, რუსეთთან სათამაშოდ 3 ცვლილება განახორციელა. ამ სამიდან ორი, იძულების წესით მოხდა, ხოლო ერთი, ახალი მორაგბეების დამატებას უკავშირდება.
რუმინეთში გამართულ მძიმე ბრძოლაში, კოჭი გადაიბრუნა და რუსთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს გიორგი შკინინი, რომელიც თავისთვის ექსპერიმენტულ, 15 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. ამ ჯერზე, ზემოთნახსენებ პოზიციაზე ექსპერიმენტები აღარ ჩატარდება (მსოფლიო თასზე 15 ნომრად რევაზ გიგაური და ლაშა ხმალაძე თამაშობდა. გიგაურმა ესპანელთა წინააღმდეგაც 15 ნომრად ითამაშა, ხოლო ხმალაძე ტრავმირებულია) და ქართველთა ბოლო მცველი თბილისის “ლელოს” უკანახაზელი ირაკლი ყიასაშვილი იქნება, რომელიც ჰეიგისეული ნაკრების შეკრებებზე სულ იყო, მაგრამ არაოფიციალურად ვარჯიშობდა, ახლა კი, მას თავის გამოჩენის შანსი ეძლევა.
უკანა ხაზი და ნახევარდაცვა, კვლავ ისეთი იქნება როგორიც რუმინელებთან მატჩში იყო. უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზიც. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძის ადგილს ლევან დათუნაშვილი დაიკავებს, რომელიც ერთი კვირის წინ კლუბმა არ გაათავისუფლა, ხოლო ნემსაძემ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. მესამე ხაზში დისკვალიფიცირებული ვიტო კოლელიშვილის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში გივი ბერიშვილი გამოჩნდა, რომელიც რუმინეთში გამართულ ბრძოლაში მეორე ტაიმიდან ჩაება. სათადარიგოთა შორის იქნება პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ასევე კლუბმა არ გაათავისუფლა, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი ამჯერად განაცხადში არაა. სხვა მხრივ თადარიგში კვლავ ის მორაგბეები არიან, რომლებმაც რუმინელთა წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშეს.
რუსეთის ნაკრები, ქართველებისა არ იყოს, უფრო მნიშვნელოვანი, შემდგომი წლებისთვის ემზადება და მათი უელსელი თავკაცი კინგსლი ჯონსი ექსპერიმენტებს განაგრძობს. უკანა ხაზსა და ნახევარდაცვაში, რომლისაც მწვრთნელს ყველაზე მეტად ეიმედება, ერთი კვირის წინ უკრაინელთა მძლეველ შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა. 7-კაცა ნაკრებში მივლინებული დენის სიმპლიკევიჩის ნაცვლად, გარემარბად ანდრეი ოტროკოვი ითამაშებს, რომელიც მაშინ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე ალექსანდრ იანუშკინი გამოჩნდა, რომელიც უფრო გამოცდილია და სპეციალურად ქართველებთან მატჩისთვის დაიმატეს. შერკინებაშიც ორი ცვლილებაა, ორივე მესამე ხაზში. ანდრეი გარბუზოვის და ვიქტორ გრესევს უკრაინელთა წინააღმდეგ არ უთამაშიათ. ეს უკანასკნელი ინგლისის “ლონდონ უოსპსიდან” სპეციალურად ქართველების წინააღმდეგ სათამაშოდ წამოიყვანეს, სხვა “ბრიტანელი” ლეგიონერები კი, კლუბებმა არ გაათავისუფლეს. ამჯერად მხოლოდ სათადარიგოთა სკამზეა წარმოშობით ქართველი მესამეხაზელი პავლე კვერნაძე.
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას, ყველასათვის ნათელია, მით უმეტეს, რაგბში, სადაც “ბორჯღალოსნები” მეტოქეს მუდამ ამარცხებენ. შეგახსენებთ, რომ რუსებმა მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1993 წელს, პირველ დაპირისპირებაში მოახერხეს ქართველთა დამარცხება, მას შემდეგ კი, ქართველ მორაგბეებს აგერ უკვე 19 წელია “დათვებთან” არ წაუგიათ და ერთი ფრის წილ (2002 წელს), 13 გამარჯვება იზეიმეს, აქედან ზედიზედ ბოლო 10 შეხვედრაში. ეს ტრადიცია ახლაც უნდა გაგრძელდეს, მით უმეტეს, რომ ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და სტადიონი პირთამდე იქნება სავსე.
საქართველოს ნაკრებისთვის ამ ჯახს, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ წუთისთვის პირველ სამ ადგილზე ესპანეთი, საქართველო და რუმინეთი 10-10 ქულით არიან. რუსეთი 9 ქულით მე-4 ადგილზეა. ესპანელები “ბორჯღალოსნებს” ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით უსწრებენ. ამრიგად, თუ საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა, თანაც 4 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო, მას ერთა თასის შენარჩუნება თითქმის გარანტირებული ექნება, რადგან დასკვნით მატჩში უკრაინელთა ბონუს-ქულით დამარცხება აღარ გაუჭირდება.
ნებისმიერ სიტუაციაში, მნიშვნელობა ექნება 17 მარტს გასამართი მეორე მატჩის შედეგსაც. ამ დღეს ესპანეთი რუმინეთს მადრიდში მასპინძლობს. თუ ესპანელებმა მოიგეს, მათ პრემიალური ქულის აღება ვერ უნდა მოახერხონ, ან მერე რუსეთის დამარცხების შემთხვევაშიც, პრემიას იქაც ვერ უნდა შეწვდნენ. სხვა მხრივ, საქართველომ თუ დარჩენილ ორ მატჩში 10 ქულის აღება მოახერხა, მათი დამწევი აღარავინ იქნება, რადგან რუმინელებთან ურთიერთშეხვედრის მოგების უპირატესობა გვაქვს.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრას, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მაყურებელმა თადარიგი ადრიანად უნდა დაიკავოს, რათა სტადიონზე მოხვედრისას პრობლემები არ შეექმნას. ყველა სკამზე იდება წითელი, ან თეთრი ფერის ქაღალდის ფურცელი, რომელთაც გულშემატკივრები ჯერ გუნდების მოედანზე გასვლისას აწევენ და ამით სტადიონზე ლამაზ ფონს შექმნიან, ხოლო მერე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძისაადმი (ბურძგლა) მიძღვნილი წუთიერი დუმილის შემდეგ.
მოკლედ, ხვალ, “მიხეილ მესხზე” დიდი რაგბია და მისი დასრულების შემდეგ, “ბორჯალოსანთა” გამარჯვების სადღეგრძელო კიდევ ერთხელ შეისმება!

2012 წლის ევროპის ერთა თასი. V რაუნდი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00 საათი
საქართველო - რუსეთი
საქართველო:
15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 5 კეპი, 21 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 53, 90), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 50, 60), 12. მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 3, 5), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 31, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 59, 315), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 78, 35 - კაპ.); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 19, 0), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33, 20), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 22, 5), 4. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 55, 30), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 48, 10), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 24, 5), 7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 8, 0), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 43, 100).
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 6, 5), 17. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 38, 15), 18. გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 25, 25), 19. დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 22, 15), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 3, 0), 21. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 33, 100), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 61, 75).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 14. მიხაილ ბაბაევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 13. სერგეი ტრიშინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 12. ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”), 11. ანდრეი ოტროკოვი (“კრასნი იარი”), 10. ანტონ რიაბოვი (“კრასნი იარი”), 9. ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე” - კაპ.); 1. ალექსეი ვოლკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 2. ნაზირ გასანოვი (“კრასნი იარი”), 3. ინოკენტი ზიკოვი (“ენისეი-სტმ”), 4. დენის ანტონოვი (“სლავა”), 5. კირილ კულემინი (“კასტრი”, საფრანგეთი), 6. არტიომ ფათახოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 7. ანდრეი გარბუზოვი (“კრასნი იარი”), 8. ვიქტორ გრესევი (“ლონდონ უოსპსი”, ინგლისი).
სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი (“იმპერია”), 17. მაქსიმ სტურზა (“კრასნი იარი”), 18. ვლადიმირ ბოლტენკოვი (“იმპერია”), 19. პავლე კვერნაძე (“სპარტაკი”), 20. ალექსანდრ შაკიროვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 21. პაველ ბუტენკო (“ენისეი-სტმ”), 22. დმიტრი გერასიმოვი (“ენისეი-სტმ”).
მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
რეფერი: მატიო რეინალი (საფრანგეთი)
ასისტენტები: სედრიკ მარშა, სალემ ატალა (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: როსანო ფაჩოლი (იტალია)

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
 

1 ესპანეთი 3 2 0 1 83-47 10
2 საქართველო 3 2 0 1 69-45 10
3 რუმინეთი 3 2 0 1 53-26 10
4 რუსეთი 3 2 0 1 71-76 9
5 პორტუგალია 4 1 0 3 69-97 6
6 უკრაინა 2 0 0 2 25-79 0


 
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
 
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
 
19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
 
1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა
 
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი

 

1 საქართველო 8 7 0 1 237-80 32
2 რუმინეთი 8 5 0 2 219-95 26
3 რუსეთი 8 4 0 4 171-174 20
4 ესპანეთი 8 4 0 4 175-222 20
5 პორტუგალია 9 4 0 5 182-195 20
6 უკრაინა 7 0 0 7 86-304 0



საქართველო-რუსეთის ყველა დაპირისპირება:
1993 წელი. სოპოტი (პოლონეთი). მსოფლიო თასის შესარჩევი

საქართველო - რუსეთი 9:15
1996 წელი. თბილისი. ფირა
საქართველო - რუსეთი 29:20
1998 წელი. თბილისი. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო - რუსეთი 12:6
2001 წელი. კრასნოდარი. ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 23:25
2002 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუსეთი 12:12
2002 წელი. თბილისი. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო - რუსეთი 17:13
2003 წელი. კრასნოდარი. ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 17:23
2004 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუსეთი 9:3
2004 წელი. კრასნოდარი. ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 15:27
2006 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუსეთი 46:19
2007 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუსეთი 31:12
2008 წელი. კრასნოიარსკი. ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 12:18
2009 წელი. მარიუპოლი (უკრაინა). ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 21:29
2010 წელი. ტრაბზონი (თურქეთი). ერთა თასი
საქართველო - რუსეთი 36:8
2011 წელი. სოჭი. ერთა თასი
რუსეთი - საქართველო 9:15
 

 

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109854