საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები, ბრიტანულ ტურნეში, სადაც სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 26 მორაგბით გაემგზავრა. აქედან რვა ლეგიონერია, დანარჩენები ქართულ კლუბებს წარმოადგენენ, ყველაზე წარმომადგენლობითი კი, საქართველოს ჩემპიონი თბილისის “არმიაა”, რომელმაც ბრიტანეთში 11 მორაგბე მიავლინა.
ქართულ დელეგაციას ეროვნული გუნდის ახალზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი ხელმძღვანელობს, რომელიც თავისთვის სასურველ კანდიდატებს დააკვირდება და ივნისში მათ უკვე პირველ გუნდთან ერთად ჩრდილოამერიკულ ტურნეში წაიყვანს. იქვე არიან ჰეიგის დამხმარე მწვრთნელები კრის გიბსი და ტონი ბერჯესი. ბრიტანეთში A ნაკრებს ტრადიციულად ლევან მაისაშვილი უთავკაცებს, ოღონდ ახლა უკვე ნიკო ჭავჭავაძის გარეშე. ამასთან, A ნაკრების მწვრთნელი ჰეიგის მითითებებს გაითვალისწინებს.
ბრიტანეთში ექვსი ლეგიონერი საფრანგეთიდან ჩავა, ორი ინგლისში თამაშობს, ხოლო “არმიას” გარდა, ქართულ კლუბებს “ლელო”, “ლოკომოტივი”, “აკადემია” და “აია” წარმოადგენენ. საქართველოს A ნაკრები ჯერ ინგლისშია, სადაც 21 მარტს თბილისის დროით 23:20 საათზე ჰერშემში ადგილობრივ კლუბ “ეშერ რაგბის” ეთამაშება. ამის შემდეგ ქართველი მორაგბეები უელსში გადაინაცვლებენ და 27 მარტს უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებს, ხოლო 31 მარტს ჩრდილოეთ უელსის კლუბების ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს A ნაკრები
უკანა ხაზი: ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), სანდრო ნიჟარაძე (“გლოსტერი”, ინგლისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი);
შერკინება: შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ბექა მეკოკიშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი მენაბდიშვილი (“გრენობლი”, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), მიხეილ გაჩეჩილაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლაშა თავართქილაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ტყეშელიაძე (“გლოსტერი”, ინგლისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი).
ხელმძღვანელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: კრის გიბსი, ლევან მაისაშვილი, ტორინ ბერჯესი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია