ამბები

2:41 | 22.03.2012 | ნანახია 4128 - ჯერ

საქართველოს “ა” ნაკრებმა ინგლისელები ხუთჯერ დაალელოვა

საქართველოს მორაგბეთა “ა“ ნაკრებმა, რომელიც ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, სარეის საგრაფოში, კერძოდ კი, ჰერშემში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ინგლისური კლუბი “ეშერ რაგბი” 25:8 დაამარცხა.
ცნობისთვის, “ბორჯღალოსნებმა” მასპინძლები ხუთჯერ დაალელოვეს, თუმცა, ვერცერთი გარდასახვა გამოიყენეს. და ერთი საინტერესო დეტალიც. მატჩის არბიტრმა პირველივე ტაიმში ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა, მეორე ნახევარში კი კონსტანტინე მიქაუტაძეს საერთოდაც წითელი ბარათი უჩვენა.
ინგლისელთა წინააღმდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა მილტონ ჰეიგმა და მწვრთნელებმა კრის გიბსმა, ლევან მაისაშვილმა და ტორინ ბერჯესმა ასეთი შემადგენლობა შეარჩიეს: ბექა ურჯუკაშვილი, სანდრო ნიჟარაძე, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლექსო გუგავა, გიორგი ჯიმშელაძე, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი მირცხულავა, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, დავით ჩიტიძე, კოტე მიქაუტაძე, ბექა ბიწაძე, გივი ბერიშვილი, ტყეშელიაძე გიორგი.
შემცვლელები: ირაკლი გეგენავა, გიგა გაგოშვილი, გიორგი კაჭარავა, ბექა მეკოკიშვილი, გიორგი მენაბდიშვილი, ლაშა თავართქილაძე, გიორგი თხილაიშვილი.
საქართველოს “ა” ნაკრები ტურნეს განმავლობაში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 27 მარტს “ბორჯღალოსნები” უელსის საკლუბო ნაკრებს ბრიჯენდში (კარდიფის მახლობლად) გაეჯიბრებიან, ხოლო 31 მარტს – ჩრდ.უელსის საკლუბო ნაკრებს კონვიში (ჩრდილოეთ უელსი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085116